ბრაზილიური ლიმონათი

სახლში მომზადებული ლიმონათები დიდი პოპულარომით სარგებლობს, განსაკუთრებით ახლა, როცა ძალიან ცხელა. ბრაზილიური ლიმონათი უმარტივესად და უსწრაფესდ მზადდება, სჭირდება მხოლოდ 4 ინგრედიენტი შედეგი კი არის უგემრიელესი და განსხვავებული. როცა ამ ლიმონათის რეცეპტის კომენტარებს ვკითხულობდი, გავიგე, რომ თავად ბრაზილიელები ამ სასმელს შვედურ ლიმონათს უწოდებენ.
4 პორციისთვის დაგჭირდებათ:
- 2 ც. წვნიანი ლაიმი
- 800 მლ. წყალი
- 1/2 ჩ ჩ.ჭ. შაქარი
- 1/4 ჩ.ჭ. შესქელებული რძე
- ყინული
მომზადება:
- ლაიმი ძალიან კარგად გარეცხეთ, რადგან კანიანად უნდა დაბლენდერდეს. შემდეგ კი მოაჭერით თავი და ბოლო, დარჩენილი ნაწილი კი 8 ნაწილად დაჭერით.
- წყალი და შაქარი მოათავსეთ ბლენდერში და შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლაიმის ნაჭრები და მაღალი სიჩქარით დააბლენდერეთ.
- მიღებული მასა საცერზე გადაწურეთ, ლიმონათს დაუმატეთ შესქელებული რძე და ყინული, კარგად მოურიეთ.
უგემრიელესი, არომატული, გამაგრილებელი ბრაზილიური ლიმონათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!