• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • დესერტები
  • კრეპები ჯულია ჩაილდის რეცეპტით

კრეპები ჯულია ჩაილდის რეცეპტით

გამოქვეყნდა May 8, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • დესერტები
  • ჯულია ჩაილდის რეცეპტები

რამდენიმე თვის წინ ჯულია ჩაილდის არაჩვეულებრივი წიგნი მივიღე, რომელშიც ის რეცეპტებია შესული, რომლებიც ჯულიამ თავის გადაცემაში მოამზადა. დიდი ხანი მინდოდა რომელიმე რეცეპტის დატესტვა და რადგან ბლინების ახალი ელექტრო ტაფა მაქვს, გადავწყვიტე კრეპები მომემზადებინა. კრემი მოხარშული გავუკეთე ფორთოხლის ცედრითა და ფორთოხლის ლიქიორით, რადგან კრეპების ცომსაც ფორთოხლის ლიქიორი ჰქონდა. კრეპები გამოვიდა თხელი, მსუბუქი და ძალიან გემრიელი, ფორთოხლის კრემი და ხილი საოცრად მოუხდა. ბლინების ელექტრო ტაფა არის საუკეთესო საშუალება ბლინებისა და კრეპების მოსამზადებლად. ძალიან ბევრი დრო დამაზოგინა. ამ რეცეპტით გამოდის 20 სმ. დიამეტრის 20 ცალი კრეპი.

P1190043-3 (Large)

დაგჭირდებათ:

კრეპებისთვის:

  • 3/4 ჩ.ჭ. რძე
  • 3/4 ჩ.ჭ. წყალი
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
  • 1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 70 გ. გამდნარი კარაქი

კრემისთვის:

  • 500 მლ. რძე
  • 4 ს.კ. სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
  • 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 პაკეტი ვანილინი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
  • 100 გ. კარაქი

მომზადება:

  • კრეპების მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა შევურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი ჩავაცრათ ფქვილი და ვაქციოთ ერთიან მასად. შეგიძლით ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსოთ და ასე გააკეთოთ ცომი.
  • კრეპების ცომი მინიმუმ 2 საათი შევდგათ მაცივარში, რადგან, ჯულიას თქმით, ამ დროს ფქვილი ფუვდება და რბილდება, კრეპები კი გამოდის უფრო მსუბუქი.
  • კრეპები გამოაცხეთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
  • კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ კვერცხის გულები, შაქარი, სიმინდის სახამებელი/ფქვილი ფორთოხლის ცედრა, ლიქიორი, ვანილინი და ავურიოთ, ნელ-ნელა შევათქვიფოთ რძე, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვურიოთ განუწყვეტლივ, როცა წამოდუღდება დაახლოებით 5 წუთი კვლავ გავაჩეროთ ცეცხლზე და განვაგრძოთ მორევა. ბოლოს გადმოვდგათ და დავუმატოთ კარაქი, კარგად ავურიოთ და გავაციოთ.
  • კრეპებს წავუსვათ კრემი და დავალაგოთ სასურველი ხილი (მე ფორთოხალი, ბანანი და კივი გამოვიყენე).

უგემრიელესი კრეპები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
    ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
    ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ოსპის ბერძნული სალათი
    ოსპის ბერძნული სალათი
  • იტალიური პანეტონე (ვიდეო)
    იტალიური პანეტონე (ვიდეო)
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
    ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
  • ფარშირებული კვერცხი
    ფარშირებული კვერცხი
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
    სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • ბრინჯი ბოსტნეულით
    ბრინჯი ბოსტნეულით

  • კარაქი
  • კვერცხისგული
  • რძე
  • ფორთოხლისლიქიორი
  • ფქვილი
  • შაქარი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020