• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • დესერტები
  • ხაჭოს პასკა – უგემრიელესია

ხაჭოს პასკა – უგემრიელესია

გამოქვეყნდა Apr 18, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • დესერტები
  • სადღესასწაულო

ხაჭოს პასკა არასდროს გამესინჯა და ძალიან მინდოდა მომზადება, პარასკევს გავაკეთე და მთელი ღამე დავტოვე მაცივარში ზედმეტი სითხისგან რომ დაწრეტილიყო. გამოვიდა საოცრად გემრიელი, ნოტიო და არომატული. ყველას ძალიან მოეწონა. უგემრიელესი გემოსთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა. კალციუმით მდიდარია რადგან მაღალცხიმიან პროდუქტებს შეიცავს. მომზადება საკმაოდ მარტივია. ამ მასალით გამოვიდა 1 დიდი და 2 საშუალო ზომის პასკა. გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ, ჩემსავით შეყვარებული გახდებით ამ პასკაზე.

P1180933-3 (Large)

დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. მაღალპროცენტიანი ხაჭო (მე 6%-იანი გამოვიყენე)
  • 200 გ. 20 %-იანი არაჟანი
  • 200 გ. კარაქი
  • 200 მლ. 20-25 %-იანი ნაღები (მე 20%-იანი ნაღები)
  • 4 ც. კვერცხის გული
  • 250 გ. შაქარი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 200 გ. ქიშმიში
  • 100 გ. ნიგოზი
  • მწიკვი მარილი
  • 1/2 ჩ.კ. ჯინჯერი
  • 1/2 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1/3 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ვანილი

 

მომზადება:

  • ქიშმიში 20-30 წუთი წყალში ჩავალბოთ. შემდეგ წყალი გადავუწუროთ და კარგად გავაშროთ. ნიგოზი მოვხალოთ და წვრილად დავჭრათ.
  • კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შემდეგ დავამატოთ ვანილი, მარილი, სანელებლები და ნაღები (ნაღები აუცილებლად ცივი უნდა იყოს), კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ ლიმონის ცედრა. ავურიოთ და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე 5 წუთით და თან ვურიოთ. ამ დროს მასა გათხელდება და უფრო ყვითელი გახდება. შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ.
  • სანამ კვერცხიანი მასა გაცივდება, ხაჭო საცერზე გავცრათ, დაბლენდერებათ შეგიძლიათ, მაგრამ საცერზე გაცრა სჯობს.
  • ხაჭოს დავამატოთ კარაქი, არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დაუმატეთ გაგრილებული კვერცხიანი მასა და კვლავ კარგათ ათქვიფეთ სანამ კრემისებური არ გახდება.
  • ამ მასას დავუმატოთ ნიგოზი და ქიშმიში, ავურიოთ.
  • დოლბანდი გავრეცხოთ და კარგად გავწუროთ, გადავკეცოთ ორად და  ჩავაფინოთ ფორმაში ისე, რომ გვერდები გადმოვიდეს. (თუ ხაჭოს პასკის ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ ყვავილის ქოთანი ან პლასტმასის ქილა გამოიყენოთ, რომელსაც ძირზე რამდენიმე ნახვრეტს გაუკეთებთ).
  • დოლბანდს რომ ჩავაფენთ ფორმაში, შემდეგ გადავიტანოთ ხაჭოს მასა. მოვუსწოროთ პირი და გადავაფაროთ დოლბანდის გვერდზე დარჩენილი კიდეები. შემდეგ დავადოთ თეფში და რაიმე სიმძიმე, მაგალითად წყლიანი ქილა. ფორმა დიდ თეფშე ან ჯამში ჩავდოთ, რომ ზედმეთი სითხე რაც გამოვა, იქ დაგროვდეს.
  • შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათი, უმჯობესია მთელი ღამით ან 24 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გადავუწუროთ სითხე, გადავუწიოთ დოლბანდის კიდეები, დავადოთ დიდი თეფში, ამოვაბრუნოთ და მოვაშოროთ ფორმა.
  • მორთეთ თქვენი სურვილის შესაბამისად.

უგემრიელესი ხაჭოს პასკა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
    სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
  • იტალიური პანეტონე (ვიდეო)
    იტალიური პანეტონე (ვიდეო)
  • ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
    ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
    ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
    ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
  • მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
    მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
  • ყავის პანაკოტა შოკოლადის მუსით
    ყავის პანაკოტა შოკოლადის მუსით
  • ქათმის სალათი
    ქათმის სალათი

  • არაჟანი
  • კვერცხი
  • ნაღები
  • ნიგოზი
  • ქიშმიში
  • შაქარი
  • ხაჭო

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020