• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • დესერტები
  • ფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშები

ფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშები

გამოქვეყნდა თებ 22, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • დესერტები
  • საუზმეული
  • ცომეული

ძალიან მიყვარს ფუნთუშები, ფუმფულა, ვანილის არომატით… წლებია კარგ რეცეპტს ვეძებ, სიმართლე გითხრათ, ადრე არც გამომდიოდა ხოლმე, ცომი კარგად არ ფუვდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ “დავამუღამე” საფუვრიანი ცომი და არაჩვეულებრივი გამომდის 😀 (აუცილებელ დეტალებს ქვემოთ შემოგთავაზებთ). ამასთან ერთად ძალიან კარგ რეცეპტს მივაგენი და ზუსტად ისეთი ფუნთუშები გამომივიდა, როგორიც მინდოდა. გამოცხობის დროს სასწაული სურნელი იდგა ჩემს სამზარეულოში. ოჯახში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ მეგობრებო, თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ გემრიელი და ფუმფულა ფუნთუშები, ეს რეცეპტი შეინახეთ.

დაგჭირდებათ:

  • 300 მლ. თბილი რძე (ხელს ოდნავ უნდა წვავდეს)
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 550-600 გ. ფქვილი (გაცრილი!)
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 100 გ. (ანუ 4 ს.კ.) შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული + 1 ჩ.კ. მაწონი (ზემოდან გადასასმელად)

სანამ მომზადების აღწერაზე გადავალ, აქ ჩამოვთვლი იმ აუცილებელ დეტალებს, რომლებიც უეჭველად უნდა გაითვალისწინოთ:

  1. ყველა ინგრედიენტი, რძის გარდა, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. ოთახში უნდა თბილოდეს, ცომი რომ კარგად აფუვდეს.
  3. საფუარი უნდა იყოს ახალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი არ აფუვდება.
  4. ცომის მოზელისას არ დაამატოთ 600 გრამზე მეტი ფქვილი, თავიდან ხელზე მოგეწებებათ, თუმცა აფუების შემდეგ მიხვდებით, რომ მეტი არ სჭირდებოდა.
  5. ჯამი, რომელშიც ცომს მოზელთ, უნდა იყოს თბილი.

იმედი მაქვს, არაფერი გამომრჩა, ახლა კი განვაგრძობ მომზადების აღწერას.

მომზადება:

  • რძეს დაუმატეთ საფუარი, მარილი, 1 ს.კ. შაქარი, მოურიეთ, რომ საფუარი კარგად გაიხსნას. 5-10 წუთი გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. ამის შემდეგ დაუმატეთ ვანილინი, კვერცხი, 1 ს.კ. ზეთი, შაქარი, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი, ბოლოს დარჩენილი 2 ს.კ. ზეთიც დაუმატეთ.
  • რამდენიმე წუთი ზილეთ, შემდეგ კი გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, ჩაის ტილოც და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-1,5 საათით.
  • ამ დროის გასვლის შემდეგ ცომი მინიმუმ გაორმაგდება, კვლავ გადაზილეთ 1-2 წუთი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 20-30 წუთი კვლავ ააფუეთ.
  • შემდეგ გადმოიტანეთ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაზილეთ, გაყავით ჯერ 2 ნაწილად, შემდეგ კი თითოეული ნაწილისგან გააკეთეთ 6-6 გუნდა (ანუ გამოდის 12 ფუნთუშა). გუნდებს გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 30-40 წუთი. ამ დროს ისინი კვლავ გაფუვდებიან.
  • თითოეული გუნდა გააბრტყელეთ სიგრძეზე ნახევარი სმ. სისქეზე და 4-5 სმ. სიგანეზე, გადაკეცეთ სიგრძეზე და შემდეგ გადაახვიეთ. დადეთ ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან 2-3 სმ.-ით დაშორებით. კვლავ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 20-30 წუთი.
  • ბოლოს გადაუსვით მაწონთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული და შედგით 160 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, აცხვეთ 20-25 წუთი. ზემოდან სასიამოვნოდ რომ დაიბრაწება, მზადაა.

უგემრიელესი და ძალიან ფუმფულა ფუნთუშები მზადაა, გემრიელად მიირთვით! 

P1180641 (Large)

 

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • თურქული ბაზლამათურქული ბაზლამა
  • პიცა პეპერონიპიცა პეპერონი
  • ბერძნული პიტაბერძნული პიტა
  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"
  • ნამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტინამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტი
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით

  • ზეთი
  • კვერცხი
  • რძე
  • საფუარი
  • ფქვილი
  • შაქარი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • პიცა პეპერონიპიცა პეპერონი
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • მედოკი არაჟნის კრემითმედოკი არაჟნის კრემით
  • ყვითელი ბარდის კატლეტები - უგემრიელესიაყვითელი ბარდის კატლეტები – უგემრიელესია
  • ქათმისა და პომიდვრის სუპიქათმისა და პომიდვრის სუპი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020