სახლში მომზადებული “ნუთელა”

“ნუთელა” – შოკოლადის კარაქი, რომელიც მრავალ ქვეყანაშია პოპულარული და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა მსგავსად სხვა მრავალი პროდუქტისა, ისიც შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს: პალმიზ ზეთს, ემულგატორებს… ბავშვბეს კი ძალიან უყვართ და არა მარტო ბავშვებს 🙂 ამიტომ, მე დღეს შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის საშუალებითაც თქვენ თავად მოამზადებთ უგემრიელეს შოკოლადის კარაქს. ეს იქნება ჯანსაღი და პლუს სამარხვო.
დაგჭირდებათ:
- 200 გ. თხილი (გარჩეული)
- 1/2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრა
- 1/4 ჩ.ჭ. კაკაო
- 1/2 ჩ.კ. ვანილინი
- მწიკვი მარილი
- 2/3 ს.კ. ზეთი
მომზადება:
- აირღუმელი გააცხელეთ 175 გრადუსზე. თხილი მოათავსეთ საცხობ ტაფაზე და შედგით აირღუმელში დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ გამოიღეთ გააგრილეთ და კანი მოაშორეთ.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მზადაა.
- გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
ჯანსაღი და გემრიელი ნუთელა მზადაა, გემრიელად მიირთვით!