• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • ვიდეო რეცეპტები
  • გლინტვეინი – არომატული ღვინო

გლინტვეინი – არომატული ღვინო

გამოქვეყნდა დეკ 14, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • ვიდეო რეცეპტები
  • სამარხვო
  • სასმელები

დამღლელი და ცივი, ყინვიანი დღის შემდეგ, სახლში რომ დაბრუნდები და თბილ ოთახში, სავარძელში კომფორტულად მოკალათდები, ის, რაც სრულყოფილ ბედნიერებას მოგანიჭებთ არის  უგემრიელესი გლინტვეინი. თბილი, არომატული და ცოტა მათრობელა ღვინო საუკეთესოა განტვირთვისთვის, დასვენებისა და სტრესის მოსახსნელად. მისი მომზადების ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს დღეს შემოგთავაზებთ.

გლინტვეინი ევროპის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. თბილი და არომატული ღვინო პირველად რომში მოუმზადებიათ მეორე საუკუნეში. წლების განმავლობაში მისი მომზადების ტექნიკა  იხვეწებოდა, თუმცა დღესაც გლინტვეინის მხოლოდ ერთი კონკრეტული რეცეპტი კი არა, უამრავი ვარიაცია გვაქვს.

დღესდღეობით ამ საოცარ სასმელს ტრადიციულად ამზადებენ საშობაოდ დიდ ბრიტანეში, გერმანულად მოლაპარაკე ქვეყნებსა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში.

რაც შეეხება გლინტვეინის მომზადების ტექნიკას, არსებობს ორი ვარიანტი: 1) ღვინოს პირდაპირ ემატება სანელებლები, ციტრუსის ცედრა და წვენი. 2) ჯერ მზადდება ერთგვარი “სიროფი” და შემდეგ ემატება ღვინო. დღეს სწორედ მეორე ვარიანტით მომზადებულ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

p1180022-large

დაგჭირდებათ:

  • 750 მლ. წითელი ღვინო
  • 200 მლ. ფორთოხლის წვენი
  • 150 გ. (ანუ 6 ს.კ.) შაქარი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ანისის ვარსკვლავი
  • 1 დარიჩინის ჩხირი
  • 5 მიხაკის მარცვალი

მომზადება:

  • ყველა ინგრედიენტი ღვინის გარდა მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ სულ ცოტა ღვინო, დაახლოებით 50 მლ.  შემდეგ, ქვაბი დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე და ვურიოთ, რომ შაქარი გაიხსნას.
  • როცა სქელ, წებოვან, მოყავისფრო მასას მივიღებთ, დავუმატოთ ღვინო. ქვაბი ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. ღვინო არ უნდა ადუღდეს, თორემ ალკოჰოლი აორთქლდება.

უგემრიელესი სასმელი, გლინტვეინი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

p1180026-large

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • წითელი ოსპის ბურთულებიწითელი ოსპის ბურთულები
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსითტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
  • საზამთროს ლიმონათისაზამთროს ლიმონათი
  • პიცა პეპერონიპიცა პეპერონი
  • თურქული ბაზლამათურქული ბაზლამა

  • ანისისვარსკვლავი
  • დარიჩინი
  • ლიმონი
  • მიხაკი
  • ფორთოხალი
  • ღვინო
  • შაქარი
  • წითელიღვინო

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • თევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადშითევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადში
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • "ტუშონკიანი" მაკარონი“ტუშონკიანი” მაკარონი
  • სოკოს სუპისოკოს სუპი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020