ტრიუფელები (ვარიანტი #3)

ტრიუფელები – ცნობილი ფრანგული დესერტი, რომლის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს და ორი რეცეპტის ნახვა ბლოგის არქივშიც შეგიძლიათ. დღევანდელ რეცეპტში შაქრის ნაცვლად მოხარშული შესქელებული რძეა გამოყენებული, რაც დესერტს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და გემრიელს ხდის. მომზადება ძალიან მარტივია და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მოამზადოს.
დაგჭირდებათ:
- 400 გ. “დაჩა”
- 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
- 2-3 ს.კ. შაქარი
- 1 შეკვრა ვანილინი
- 500 გ. შვრია
- 2 ს.კ. კაკაო
- 100 გ. ქოქოსის ფანტელი
მომზადება:
- დაჩა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე და შაქარი. კრემისებურ მასას რომ მივიღებთ დავუმატოთ ვანილინი, შვრია და კაკაო.
- ვაქციოთ ერთგვაროვან მასად და შევდგათ მაცივარში 30-60 წუთი.
- შემდეგ გამოვიღოთ, გავაკეთოთ სასურველი ზომის ბურთები და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.
- შემდეგ ცოტახნით კვლავ შევდგათ მაცივარში.