ფუმფულა და გემრიელი “ციყვი”

კიდევ ერთი ნამცხვარი მოვამზადე ბებოს რეცეპტების ძველი ბლოკნოტიდან. მახსოვს წლების წინ როგორ სთხოვდა ხოლმე ჩემი ძმა დედას, რომ „ციყვი“ გამოეცხო. მე ამ ნამცხვრის არც ვიზუალი მახსოვდა და არც გემო. ახლა ორივე ძალიან მომწონს. მომზადების ბოლოს ცოტა კრემი და დაქუცმაცებული ბისკვიტის ნაწილი დამრჩა, ატამი დავუმატე და ჭიქებში ტრაიფლი (ჩინური ტორტი) გავაკეთე. თუ თქვენც დაგრჩებათ, ნუ გადაყრით, მოამზადეთ სხვადასხვა ხილით კიდევ ერთი უგემრიელესი დესერტი.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 250 გ. კარაქი ან მარგარინი (ოთახის ტემპერატურის, დარბილებული)
- 2 ჩ.ჭ. შაქარი
- 6 კვერცხი
- ½ ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.ჭ. მაწონი
- 2 ½ ჩ.ჭ. ფქვილი
- ცოტა ვანილინი ანუ შაქრიანი ვანილი
კრემისთვის:
- 750 მლ. რძე
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.წ. შაქარი
- 100 გ. კარაქი
- 3 გ. შაქრიანი ვანილი
მომზადეაბა:
- კარაქი/მარგარინი და შაქარი ერთმანეთს შევურიოთ ხელის სათქვეფით. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები და ვანილი.
- შემდეგ ჩავაცრათ ფქვილი და შევურიოთ. ბოლოს მაწონში გავხხსნათ სოდა და დავამატოთ ცომს, კარგად ავთქვიფოთ და ცხიმწასმულ ფორმაში ჩავასხათ. შევდგათ 180-190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით ნახევარი საათი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი და სუფთა ამოვა მზადაა.
- ბისკვიტი ცხელივე დავჭრათ ჭიქით ან რაიმე ფორმით სასურველ ზომებად. დარჩენილი ბისკვიტი კი დავაქუცმაცოთ.
- კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩავცრათ ფქვილი, დავამატოთ შაქარი და ავურიოთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩავსხათ რძე და თან ხელის სათქვეფით ვურიოთ, რომ ერთიანი მასა მივიღოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვუიოთ, როცა კრემი გასქელდება და წამოდუღდება მზადაა. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი, ვაცადოთ გაციება.
- გაციებული კრემი ცოტა ავთქვიფოთ და ამოჭრილ ფორმებს თავზე და გვერდებზე კარგად წავუსვათ, შემდეგ კი დაქუცმაცებული ბისკვიტი მოვაყაროთ.
ფუმფულა და გემრიელი „ციყვი“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!