• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • დესერტები
  • უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”

უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”

გამოქვეყნდა აგვ 21, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • დესერტები
  • ნამცხვრები

როცა ბებოს რეცეპტების ძველ ბლოკნოტს ათვალიერებ, ბევრ კარგ, წლების განმავლობაში გამოცდილ რეცეპტს აღმოაჩენ. ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტიც იქ ვიპოვე, მოვინიშნე ჩემს სიაში და გუშინ მოვამზადე. მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავია მრავალი მიზეზის გამო: 1) სჭირდება ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები 2) მზადდება ძალიან მარტივად და 3) უგემრიელესია. მე და ჩემს ოჯახის წევრებს, უკლებლივ ყველას, ძალიან მოგვეწონა. გირჩევთ მოამზადოთ და ასიამოვნოთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

DSC01907 (Large)

დაგჭირდებათ:

ბისკვიტისთვის:

  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • ½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 200 გ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ½ ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2 სავსე ჩ.კ. კაკაო
  • ცოტა ვანილი

კრემისთვის:

  • 200 გ. ოთახის ტემპერატურის, დარბილებული კარაქი
  • ½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 1 სავსე ს.კ. კაკაო

შოკოლადის მინანქრისთვის:

  • 100 გ. კარაქი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 5 ს.კ. კაკაო
  • 5 ს.კ. რძე

ფორმა: 28 სმ. დიამეტრის (შესაძლებელია 26 სმ.-ც, უფრო მაღალი გამოვა_

მომზადეაბა:

  • კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა მოთეთრო და სქელი გახდება დაუმატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვფეთ. შემდეგ კი არაჟანი შეურიეთ.
  • ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და სოდა, აურიეთ და კვერცხიან მასას დაუმატეთ, ხელის სათქვეფით შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს.
  • ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასში ცომი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  • ბისკვიტი ბოლომდე გააციეთ, შემდეგ გაჭერით შუაზე ან სამ ნაწილად.
  • იმისათვის, რომ კრემი კარგი გამოგივიდეთ, აუცილებელია, რომ კარაქი და შესქელებული რძე ოთახის ტემპერატურის იყოს. მე კრემი ხელის სათქვეფით გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. კარაქი ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე, ბოლოს კი კაკაო. უგემრიელესი კრემი მზადაა.
  • კრემი წაუსვით ბისკვიტის ქვედა ნაწილს, შემდეგ კი მეორე ნაწილი დაადეთ. შედგით მაცივარში.
  • სანამ ნამცხვარი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, კაკაო და რძე, აქციეთ ერთიან მასად, შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. სანამ წამოდუღდება გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ, შემდეგ კი ნამცხვარს მოასხით.

უგემრიელესი „პრაღა“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • შოკოლადის ჩიზქეიქიშოკოლადის ჩიზქეიქი
  • ვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულითვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულით
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • ნამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტინამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტი
  • ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით

  • არაჟანი
  • კაკაო
  • კარაქი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • შესქელებულირძე

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • შოკოლადის ჩიზქეიქიშოკოლადის ჩიზქეიქი
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
  • ქათმის ფახიტასიქათმის ფახიტასი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020