ატმის კექსი

ზაფხულში, როცა უამრავი ხილია სეზონური, სხვადასხვა არომატის, გემრიელი კექსის მომზადება ძალიან მარტივია. დღევანდელი ნამცხვარი მშვენიერია ფინჯანი ჩაისა და ყავისათვის. საკმაოდ მარტივი მომსამზადებელია. კექსი გამოდის ჰაეროვანი, ატამი თავის წვენს უშვებს, ეს კი ნამცხვარს სინოტივეს ანიჭებს.
დაგჭირდებათ:
- 125 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის, დარბილებული)
- 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 კვერცხი
- 2 გ. შაქრიანი ვანილი
- 1/2 ჩ.ჭ. მაწონი
- 1 1/3 ჩ.კ. სოდა
- 2 1/4 ფქვილი (შეიძლება 1/4 ჩ.ჭ. ფქვილის დამატებაც დასჭირდეს)
- მწიკვი მარილი
- 1 1/2 ჩ.ჭ. რძე
- 2-3 ატამი
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის
მომზადება:
- კარაქი და შაქარი სილიკონის ნიჩბით ან კოვზით ერთმანეთს შეურიეთ, შემდეგ ხელის სათქვეფით შეათქვიფეთ კვერცხი, მაწონში გახსნილი სოდა, ვანილი და მარილი.
- ბოლოს ერთად, მონაცვლეობით შეათქვიფეთ რძე და ფქვილი (ფქვილი ჩააცერით). მიიღებთ საშუალო სისქსის, არაჟანზე ცოტა თხელ ცომს.
- ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი. ატმები 1/2 სმ. სისქსის ნახევარმთვარეებად დაჭერით და ცომზე ზემოდან მოაწყეთ.
- შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 40-50 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა მზადაა.