სად, როგორ და რამდენი ხნით შევინახოთ ხილი და ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის სწორად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწრაფად არ გაფუჭდეს, არ დაკარგოს კვებითი ღირებულებები, არომატი, გემო და გადასაყრელი არ გახდეს.
ვაშლი – მაცივრის უჯრაში, შეფუთვის გარეშე, 3 კვირა.
ბანანი – სამზარეულოს კარადის ზედაპირზე, შეფუთვის გარეშე, 3 დღე
გაჭრილი ბანანი – მაცივრის თაროზე, გაჭრილ მხარეს ალუმინის ქაღალდ (ფოლგა) მოხვეული, 1-2 დღე.
კენკრა – მაცივრის უჯრაში, თავსახურის გარეშე, ვენტილირებულ კონტეინერში, 3-5 დღე.
ციტრუსი – მაცივრის თაროზე, შეფუთვის გარეშე, 2 კვირა
გაჭრილი ციტრუსი – მაცივრის თაროზე, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 2-3 დღე.
ყურძენი – მაცივრის უჯრაში, პერფორირებულ პოლიეთილენის პაკეტში, 1-2 კვირა.
ნესვი – სამზარეულოს კარადის ზედაპირზე, შეფუთვის გარეშე, 5 დღე დამწიფებიდან.
გაჭრილი ნესვი – მაცივრის თაროზე, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 7-10 დღე
ატამი/ქლიავი – მკვახე – სამზარეულოს კარადის ზედაპირზე, მწიფე – სამზარეულოს თაროზე, შეფუთვის გარეშე, 5 დღე დამწიფებიდან.
მსხალი – სამზარეულოს თაროს ზედაპირზე, შეფუთვის გარეშე, 4 დღე დამწიფებიდან.
პომიდორი – სამზარეულოს კარადის ზედაპირზე, შეფუთვის გარეშე, ვენტილირებულ კონტეინერში, 5 დღე.
სატაცური – მაცივრის თაროზე, ძირით წყალში ჩადებული, პოლიეთილენის პარკ ჩამოცმული, 4 დღე.
ჭარხალი – მაცივრის თაროზე, პოლიეთილების პარკში, 2 კვირა.
ბულგარული წიწაკა – მაცივრის თაროზე, პოლიეთილენის პარკში, 1 კვირა.
ბროკოლი – მაცივრის უჯრაში, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 5 დღე.
კომბოსტო – მაცივრის უჯრაში, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 2 კვირა.
სტაფილო – მაცივრის უჯრაში, პოლიეთილენის პარკში, 3 კვირა.
ყვავილოვანი კომბოსტო – მაცივრის უჯრაში, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 5 დღე.
ნიახური – მაცივრის უჯრაში, ალუმინის ქაღალდში გახვეული, 2 კვირა.
კიტრი – მაცივრის უჯრაში, სამზარეულოს ცელოფანში გახვეული, 1 კვირა.
ნიორი – ბნელ სათავსოში, მთლიანი, შეფუთვის გარეშე. 2 თვე.
კოჭა (ჯანჯაფილი,ჯინჯერი) – მაცივრის თაროზე, შეფუთვის გარეშე, 1 თვე.
გაჭრილი კოჭა – მაცივრის უჯრაში, პოლიეთილენის პარკში, მშრალი ქაღალდით, 1-2 კვირა.
მწვანე ლობიო – მაცივრის უჯრაში, პოლიეთილენის პარკში, მშრალი ქაღალდით, 1 კვირა.
სალათის ფურცლების კონა – მაცივრის უჯრაში, პოლიეთილენის პარკში, მშრალი ქაღალდით, 5 დღე.
სოკო – მაცივრის თაროზე, ქაღალდის პარკში, 3 დღე.
ხახვი – ბნელ ოთახში, შეფუთვის გარეშე, 1-2 თვე.
გაჭრილი ხახვი – მაცივრის უჯრაში, დალუქულ პოლიეთილენის პარკში, 3-5 დღე.
კარტოფილი – ბნელ ოთახში, ქაღალდის პარკში, 1-2 თვე.
ბოლოკი – მაცივრის თაროზე, პოლიეთილენის პარკში მშრალი ქაღალდით, 2 კვირა.