შოკოლადის ნამცხვარი მდნარი გულით

შოკოლადის ნამცხვარი მდნარი გულით არის უგემრიელესი დესერტი, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო და მხოლოდე რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება. უგემრიელესია, თუ შოკოლადის მოყვარული ხართ, განსაკუთრებით თქვენ მოგეწონებათ და უფრო მარტივად დაიპყრობს თქვენს გულს. ძალიან უხდება ნაყინი.
გამოდის 7-8 ცალი
დაგჭირდებათ:
- 3 კვერცხი
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 170 გ. კარაქი
- 170 გ. შავი შოკოლადი
- 1/2 ჩ.კ. ხსნადი ყავა
- 1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
- კარაქი ფორმებისთვის
მომზადება:
- შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, შემდეგ გადმოდგით და მასში ჩაადნეთ კარაქი. ბოლოს კი ყავა დაუმატეთ.
- სანამ შოკოლადი გადნება კვერცხი და შაქარი ხელის სათქვეფით გათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ შოკოლადიანი და კარაქიანი მასა და ურიეთ, რომ კვერცხი მომზადდეს. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და შეათქვიფეთ.
- საცხობ კერამიკის ფორმებს( ან ყავის ჭიქებს , თუ არ გაქვთ) გვერდებზე და ძირზე წაუსვით კარაქი. გაანაწილეთ ცომი 3-4-ზე. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 10-15 წუთი. სჯობს თავდაპირველად 1 ფორმა შედგათ და დააკვირდეთ რა დრო დასჭირდება. 12 წუთი იყო საკმარისი ჩემი აირღუმელისთვის.
- გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი ფორმაში 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ კი ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე.
გემრიელად მიირთვით!