შოკოლადის კექსი

ჩემთვის ცხობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო ყოველთვის მსიამოვნებს. კექსების მომზადება უმარტივესია, რაღაც განსაზღვრული რეცეპტი არ არსებობს, შეგიძლია შენი სურვილის მიხედვით დაუმატო ან მოაკლო რამე. სწორედ ასე ვაცხობ ხოლმე და შემდეგ შედეგს თქვენც გიზიარებთ. რამდენიმე დღის წინ სოფლის რძეს ნაღები მოვხადე და შევინახე, ასეთი მაღალპროცენტიანი ნაღების შეძენა მაღაზიაში შეუძლებელია, გირჩევთ თქვენც ჩემსავით სოფლის რძის ნაღები გამოიყენოთ თუ ამ კექსს გამოაცხობთ. აადუღეთ რძე, შემდეგ გააციეთ და ნაღები მოხადეთ.
დაგჭირდებათ:
კექსის ცომისთვის:
- 3 კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 100 გ. დარბილებული კარაქი
- 300 მლ. სოფლის რძის ნაღები
- ვანილინი
- 2 სავსე სუფრის კოვზი კაკაო
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
მინანქრისთვის:
- 1,5 ს.კ. კაკაო
- 1,4 ჩ.ჭ. შაქარი
- 25 გ. კარაქი
- 3 ს.კ. რძე
+ მოხალული, წვრილად დაჭრილი მიწისთხილი ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება:
- კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე. შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი, ნაღები და ვანილი. კარგად ავთქვიფოთ.
- ცალკე თასში ჩავცრათ კაკაო, ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი. ავურიოთ და კვერცხიან მასას შევურიოთ.
- საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 40-45 წუთი. შევამოწმოთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა. (გაითვალისწინეთ, რომ ეს ტემპერატურა და დრო განკუთვნილია
- მინანქრის მოსამზადებლად ქვაბში ავურიოთ შაქარი,კაკაო,კარაქი და რძე. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი. სანამ წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაციოთ და მოვასხათ გამომცხვარ კექსს, ზემოდან დაჭრილი მიწისთხილი მოვაყაროთ.