უგემრიელესი ნამცხვარი “ზებრა”

“ზებრა” ის ნამცხვარია, რომელსაც უამრავ ქვეყანაში ამზადებენ. ძალიან მარტივია და სწრაფად კეთდება. მისი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს და ერთ-ერთ მათგანს დღეს წარმოგიდგენთ. ამ ნამცხვრის ვიდეო რეცეპტის ნახვა ბლოგის facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ, ამისათვის გადადით ამ ლინკზე.
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. ზეთი
- 1 ჩ.ჭ. რძე
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 4 ს.კ. კაკაო
- 1 ჩ.კ. სოდა
მომზადება:
- კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, როცა მასა გათეთრდება დავუმატოთ ზეთი, კვლავ ავთქვიფოთ.
- შემდეგ დავამატოთ რძე და ავურიოთ.
- ცალკე ჯამში ჩავცრათ ფქვილი, დავუმატოთ სოდა და ავურიოთ.
- კვერცხიანი მასას შევათქვიფოთ ფქვილი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთს შევურიოთ კაკაო.
- საცხობ ფორმაში (28სმ. დიამეტრის) ცომი გავანაწილოთ მონაცვლეობით.
- გამოვაცხოთ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დასჭირდება 1 საათი.