• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • დესერტები
  • ქოქოსის ნამცხვარი

ქოქოსის ნამცხვარი

გამოქვეყნდა Jul 5, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • დესერტები
  • ნამცხვრები

დღეს არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზოთ. განსაკუთრებულია ყველაფრით, სჭირდებაცოტა ინგრედიენტი, ცოტა დრო, ძალიან სწრაფად მზადდება და, რაც ყველაზე მთავარია, არის უგემრიელესი. თუ ერთხელ სცდით, აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ნამცხვარი. ჰაეროვანი ბისკვიტი და ასევე ჰაეროვანი ნაღების კრემი, ქოქოსის ფანტელების არომატით მშვენიერ კომბინაციას ქმნის. შეინახეთ ეს რეცეპტი, სცადეთ და ასიამოვნეთ საყვარელ ადამიანებს.

IMG_20150831_151715_1 (Large)

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
  • 4 კვერცხი
  • 200 გ. შაქარი ანუ 8 ს.კ.
  • 200 გ. დარბილებული კარაქი
  • 2 ს.კ. ნაღები
  • 1+1/3 ჩ,ჭ, ფქვილი
  • 1+1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 3/4 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
კრემისთვის დაგჭირდებათ:
  • 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (33%+)
  • 3-4 ს.კ. შაქრის პუდრა
  • ცოტა ვანილი
50 გ. ქოქოსის ფანტელი ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება:
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, თან განუწყვეტლივ თქვიფეთ.
  • შემდეგ შეათქვიფეთ ვანილი და 2 ს.კ. ნაღები.
  • ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ კი ჩააცერით კვერცხიან მასას. ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს.
  • საცხობ ფორმას (28 სმ. დიამეტრის) წაუსვით ცხიმი, ცომი გაანაწილეთ და ცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  • კრემის მოსამზადებლად, ნაღები უნდა იყოს კარგად გაციებული და აუცილებლად მაღალპროცენტიანი. ნაღები ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა შესქელდება დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ კრემისებური კონსტიტენციის მიღებამდე.
  • გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა! <3

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ფარშირებული კვერცხი
    ფარშირებული კვერცხი
  • ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
    ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
    ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ვაფლი შოკოლადის ნატეხებით
    ვაფლი შოკოლადის ნატეხებით
  • სიმინდის კატლეტები - უმარტივესი და უგემრიელესია
    სიმინდის კატლეტები - უმარტივესი და უგემრიელესია
  • ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
    ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
  • შოკოლადის ჩიზქეიქი
    შოკოლადის ჩიზქეიქი
  • ოსპის ბერძნული სალათი
    ოსპის ბერძნული სალათი

  • კარაქი
  • კვერცხი
  • ნაღები
  • ფქვილი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020