• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • დესერტები
  • ტორტი შოკოლადის განაშით

ტორტი შოკოლადის განაშით

გამოქვეყნდა Jul 5, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • დესერტები
  • ტორტები
ჩემი აზრით, საკუთარი ხელით, მთელი გულითა და მონდომებით მომზადებულ საჩუქარს ვერაფერი შეედრება. 2 დღის წინ ჩემს საყვარელ დედას დაბადების დღე ჰქონდა და ეს ტორტი გავუკეთე. ფოტო ვერ ასახავს არაჩვეულებრივ გემოს. ნოტიო ბისკვიტი, ნაღების ჰაეროვანი კრემი, გამომცხვარი ბეზე და შოკოლადის უგემრიელესი განაში. ეს ყველაფერი ერთად არაჩვეულებრივია. ამ რეცეპტში ახალი განაშის მომზადება, ბისკვიტი უკვე ნაცადია და რეცეპტიც დევს ბლოგზე. ბეზეც უკვე გამოცდილი მეთოდით მოვამზადე. მაგრამ ამ რეცეპტის შენახვა განაშის გამო ნამდვილად ღირს. რეცეპტის ბოლოს დავურთავ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც მე მოვამზადე.

IMG_20150827_155114_1 (Large)

მაშ ასე, ბისკვიტის მოსამზადებლად იხილეთ ლინკი ბისკვიტი
გამომცხვარი ბეზეს მოსამზადებლად —> გადადით ლინკზე.
ახლა კი რაც შეეხება ნაღების კრემსა და განაშს.

კრემისთვის დაგჭირდებათ 

  • 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (33%+)
  • 3-4 ს.კ. შაქრის პუდრა
  • ვანილი გემოვნებით
განაშისთვის:
  • 500 გ. შოკოლადი
  • 250 მლ. ნაღები (კვლავ მაღალპროცენტიანი)
ფორმა 28 სმ. დიამეტრის
IMG_20150827_172716_1 (Large)
მომზადება:
  • სჯობს ბისკვიტისა და ბეზეს გამოცხობის შემდეგ განაში მოამზადოთ, რადგან დრო სჭირდება გაციებას. ქვაბში მოათავსეთ შოკოლადი და ნაღები, ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. კარგად აურიეთ, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დადგით გასაგრილებლად.
  • ოთახის ტემპერატურის განაში მიქსერით ათქვიფეთ, დაახლოებით 5 წუთია საჭირო სასურველი კონსტიტენციის მიღებისთვის. განაში უნდა შესქელდეს, თუმცა კვლავ თხევადი უნდა დარჩეს. უყურეთ ვიდეოს და უკეთ გაიგებთ 🙂 1-2 საათში განაში გამყარდება და შეძლებთ ტორტის მორთვას.
  • ნაღები რომ მარტივად და კარგად ათქვიფოთ, კარგად გააციეთ. შემდეგ დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ,როცა კრემისებურ მასას მიიღებთ,შეათქვიფეთ შაქრის პუდრაც. კარგად ათქვიფეთ. შეგიძლიათ ვანილიც დაუმატოთ.
  • მე ტორტის ბიკვიტი ორ ნაწილად გამოვაცხე, ასე უფრო მოსახერხებელია. თუ თქვენ ერთ მთლიანს გამოაცხობთ, მაშინ გაჭერით შუაზე, წაუსვით ნაღების კრემის ნახევარი, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ბეზე, ბისკვიტის მეორე ნაწილს წაუსვით დარჩენილი კრემი და ამ მხრიდან დაადეთ გამომცხვარ ბეზეს.
  • ტორტს გვერდებზე და ზემოდან განაში გადაუსვით. მორთეთ როგორც თქვენ გსურთ 🙂 <3

IMG_20150829_115441_1 (Large)*** მე გირჩევთ მოხალული თხილი ან ნიგოზი მოაყაროთ ნაღების კრემს, სანამ ბეზეს დაადებთ 🙂

ეს კი შოკოლადის განაშის ვიდეო რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოვამზადე. როგორც ნახავთ, 2 ინგრედიენტით 3 სხვადასხვანაირი განაშის მომზადებაა შესაძლებელი.

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ყავის პანაკოტა შოკოლადის მუსით
    ყავის პანაკოტა შოკოლადის მუსით
  • სუში (ვიდეო რეცეპტი)
    სუში (ვიდეო რეცეპტი)
  • შოკოლადის ჩიზქეიქი
    შოკოლადის ჩიზქეიქი
  • ჰუმუსი მწვანე ბარდით
    ჰუმუსი მწვანე ბარდით
  • ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
    ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
  • სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
    სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
  • საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"
    საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"
  • ვაფლი შოკოლადის ნატეხებით
    ვაფლი შოკოლადის ნატეხებით

  • ნაღები
  • შოკოლადი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020