• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • დესერტები
  • შოკოლადის ტორტი

შოკოლადის ტორტი

გამოქვეყნდა ივლ 2, 2016
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • დესერტები
  • ტორტები

დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა და გადავწყვიტე მისთვის ტორტი გამეკეთებინა. მოვიმარაგე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და საქმეს შევუდექი. მშვენიერი ბისკვიტი გამომივიდა და ძალიან გამეხარდა. მალე facebook-ზე შევიტყვე რომ ჩემმა ბლოგმა გაიმარჯვა კონკურსში და პირველი ადგილი დაიკავა, ამან კიდევ უფრო გამახარა. ტორტს რაც შეეხება მე არ გამისინჯავს, ვინც მიირთვა მათ მოეწონათ 🙂

DSC07249

მასალა ბისკვიტისთვის:
10 კვერცხი
10 ს.კ. შაქარი (სავსე კოვზი)
10 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. ლიმონის წვენი
6 ს.კ. ზეთი

2,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მასალა კრემისთვის:
750 მლ. რძე
1 ჩ.ჭ. შაქარი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
300 გ. შავი შოკოლადი
375 გ. კარაქი

დასანამად:
250 მლ. ჟოლოს წვენი ან თქვენი სურვილის მიხედვით სხვა რამ.

მოსართავად: პატარა, ფერადი კანფეტები, როგორიც ფოტოზეა.

ფორმა: 10 კვერცხიანი ბისკვიტის. შეგიძლიათ ინგრედიენტები გაანახევროთ და 24 სმ. დიამეტრის ფორმა გამოიყენოთ.

დამატებით:100 გ. დაჭრილი ნიგოზი

მომზადება:

  • კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. გულს დავასხათ ზეთი და ლიმონის წვენი და ჩანგლით მსუბუქად ავთქვიფოთ. ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, ჯამს რომ ამოვაბრუნებთ არ უნდა ვარდებოდეს. შევათქვიფოთ შაქარი 3-4 ეტაპად. როცა კარგად გაიხსნება ხელის სათქვეფით შევურიოთ კვერცხის გული, შემდეგ კი დავაცრათ კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ფორმაში შავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე გამანაწილებლით. დაახლოებით საათნახევარი. როცა გამოცხვება ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
  • ქვაბში ჩავყაროთ ფქვილი და ნელ-ნელა ვამატოთ რძე, ვურიოთ ხელის სათქვეფით, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას, შემდეგ დავამატოთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ხის კოვზით გამუდმებით ვურიოთ. როცა შაქარი გადნება ჩავყაროთ შოკოლადი და გავაგრძელოთ მორევა. როცა წამოდუღდება და შესქელდება გადმოვდგათ გაზიდან. კარაქი გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული კრემი.
  • ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ორივე ნაწილი და წავუსვათ კრემი სქლად, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. დავადოთ ზედა მხარე და წავუსვათ დარჩენილი კრემი ზედ და გვერდებზე წავუსვათ, მოვრთოთ კანფეტებით. შუაში რამდენიმე მალინა დავალაგოთ.

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • ჩინური ტორტი ატმითა და ბანანითჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
  • ვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულითვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულით
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)

  • ზეთი
  • კარაქი
  • კვერცხი
  • რძე
  • ფქვილი
  • შაქარი
  • შოკოლადი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ყავის ორცხობილებიყავის ორცხობილები
  • როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებშიროგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020