ფორთოხლის ცედრა

უამრავ რეცეპტში შეგხვდებათ ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა. ორივე ძალიან კარგ არომატს აძლევს ნამცხვრებს, და ზოგადად, საკონდიტრო ნაწარმს. ორივე მათგანი ერთნაირად მზადდება, ამ პოსტში მე ფორთოხლის ცედრაზე დავწერ.
საჭირო მასალა:
1 ფორთოხალი
2 ს.კ. შაქარი
მომზადება:
ფორთოხლის კანი გავხეხოთ, მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი გვჭირდება, თეთრი ნაწილი არ შევაყოლოთ, რადგან ის მწარე გემოს აძლევს. გახეხილ ცედრას დავაყაროთ შაქარი, ავურიოთ და შევინახოთ მაცივარში.