მაფინები შესქელებული რძით

ეს მაფინები ძალიან მარტივი და სწრფად მოსამზადებელია, ამასთან ერთად არომატული და უგემრიელესია.
მასალა:
2 კვერცხი
100 გრამი არაჟანი
1 ქილა შესქელებული რძე
1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან 1/2 ჩ.კ. სოდა
2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
ფქვილი, იმდენი რომ მივიღოთ კრემის სისქის ცომი
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ არაჟანი და შესქელებული რძე. შემდეგ დავამატოთ ფორთოხლის ცედრა. ბოლოს კი ფქვილი, რომელშიც გამაფხვიერებელია არეული. უნდა მივიღოთ არაჟანზე თხელი, კრემის სისქის ცომი. გავანაწილოთ ფორმებში და ვაცხოთ 20-25 წუთი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.