ბლოგის შესახებ
2013 წელს, მას შემდეგ, რაც ვუყურე ფილმს „ჯული და ჯულია“, შევქმენი ბლოგი cookingblog4u.blogspot.com. ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს სხვადასხვა საიტი და Facebook გვერდი, რომლებიც მკითხველს უამრავ რეცეპტს სთავაზობს, თუმცა ბევრი მათგანი არის ნათარგმნი. ეს კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ რეცეპტით მომზადებული კერძი გამოვა ისეთი, როგორიც ფოტოზეა და რაც მთავარია, შეიძლება საერთოდ არ იყოს გემრიელი. როცა ბლოგი შევქმენი ჩემი მთავარი მიზანი იყო მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემ მიერ გამოცდილი რეცეპტები, საიტი უნდა ყოფილიყო სანდო! ეს ყველაფერი ასეც მოხდა, მაგრამ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბლოგის სახელი ძალიან გრძელი იყო, ამასთანავე მინდოდა, რომ დიზაინი და ზოგადად საიტის ხარისხი უფრო მაღალი დონის ყოფილიყო. ამიტომ შევქმენი LetsCook.ge. ძველი ბლოგიდან გადმოვიტანე რეცეპტები. თუ რომელიმე მათგანს ცდით და ზედმიწევნით მიყვებით რეცეპტს, შედეგად გემრიელ კერძს მიიღებთ.
რადგან ჩემი მომავალი პროფესია სამედიცინო სფეროს უკავშირდება, ამიტომ გადავწყვიტე საიტზე არა მარტო რეცეპტები გამეზიარებინა, არამედ შემომეთავაზებინა სტატიები კვებასა და ჯანმრთელობაზე.
ამასთანავე თქვენ ჩემი ბლოგის საშუალებით იმოგზაურებთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში, გაიცნობთ მათ ისტორიასა და ტრადიციული კერძების მომზადების მეთოდებს.
საიტზე ვიდეო რეცეპტებსაც იხილავთ, რომლებიც უფრო გაგიადვილებთ მომზადების პროცესის აღქმას.