ახალი დიზაინის შესაძლებლობები
გემრიელი ბლოგი არ წყვეტს განვითარებას და კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და მოსახერხებელ დიზაინს სთავაზობს თავის ერთგულ მკითხველს. რადგან ახალი დიზაინს რეცეპტის აგებულებას წინასთან შედარებით ბევრად მეტი უპირატესობა აქვს, გადავწყვიტე ამ სტატიაში განმეხილა თითოეული მათგანი.
1) ინგრედიენტების ჩამონათვალში შეგიძლიათ აღნიშნოთ სიის ელემენტები, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ განსაზღვროთ რა გაქვთ სახლში და რისი შეძენა მოგიწევთ ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად.
2) “შეცვალეთ პორცია” – თქვენ ავტომატურად დაგიანგარიშებთ თითოეული ინგრედიენტის მოცულობას კონკრეტული რაოდენობის პორციისათვის.
3)ყოველ ახალ რეცეპტს მითითებული ექნება კვებითი ღირებულებები.
4)ახალ რეცეპტებში ასევე დაგხვდებათ ტაიმერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ, დააპაუზოთ, შეწყვიტოთ ან შეცვალოთ საკვების მომზადების დრო.
5)თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ რეცეპტის ფონტის ზომა, დააპატარაოთ ან გაადიდოთ.
6)რეცეპტში მითითებულია მომზადების დრო და სირთულე.
7)ახალი თემა საშუალებას გაძლევთ, მარტივად ამობეჭდოთ რეცეპტები.
8)რეცეპტებს აქვს ასევე კითხვის რეჟიმი.