0 0
ხაჭოს ბლინები (სირნიკები)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
500 გ. ხაჭო
4 ჩ.კ. (ან გემოვნებით) შაქარი
3 ჩ.კ. არაჟანი
1 ც. კვერცხი
1 კვერცხის გული
1-2 ს.კ. ქიშმიში
2 ს.კ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. მარილი
შესაწვავად ზეთი
2 გ. ვანილინი

კვებითი ღირებულებები

3,4 გ.
საერთო ცხიმი
19 მგ.
ქოლეს- ტეროლი
94 მგ.
სოდიუმი
3,4 გ.
ნახშირ- წყლები
2,4 გ.
ცილები
1 მკგ.
D ვიტამინი
26 მგ.
კალციუმი
79 მგ.
კალიუმი
54 კკალ.
კალორია

ხაჭოს ბლინები (სირნიკები)

დღეს ბევრისთვის საყვარელი ხაჭოს ბლინები უნდა გაგიზიაროთ. რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობით არ გამოდის საკმაოდ ტკბილი, ამიტომ თუ ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ მეტი შაქარი დაუმატოთ ან რაიმე მურაბასთან ერთად მიირთვათ. ასეც ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით კარგია ცხელ ჩაისთან ერთად. თუ კვებით ღირებულებებს გადახედავთ, ნახავთ, რომ საკმაოდ ჯანსაღია.

  • 30
  • პორცია 25
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხაჭო მოათავსეთ თასში და ჩანგლით ან ხელის სათქვეფით ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გული და აქციეთ ერთიან მასად.
  2. შემდეგ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილინი, 2 ს.კ. ფქვილი და კარგად აურიეთ, ბოლოს კი დაუმატეთ არაჟანი და ქიშმიში.
  3. ნახევარ ჩაის ჭიქა ფქვილს ვიყენებთ მიღებული ცომის ამოსავლებად, ანუ თქვენ თეფშზე ან ჯამში უნდა ჩაყაროთ ფქვილი და მიღებული ხაჭოს ცომის პატარა ბურთულები მასში ამოავლოთ.
  4. ფქვილში ამოვლებულ ცომს უკვე შეგიძლიათ მისცეთ ფორმა.
  5. ხაჭოს ბლინები გამოაცხეთ გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან, უნდა მიიღოს სასიამოვნო ოქროსფერი.

მარტივი და გემრიელი ხაჭოს ბლინები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
მწვანე ბარდის კრემ-სუპი
შემდეგი
ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი
წინა
მწვანე ბარდის კრემ-სუპი
შემდეგი
ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი

დაამატე კომენტარი