0 0
წითელი ოსპის კრემ-სუპი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
250 გ. წითელი ოსპი
1 ც. საშუალო ზომის სტაფილო
1 ც. საშუალო ზომის კარტოფილი
1 თავი ხახვი
1 ს.კ. ტომატპასტა
4 ს.კ. ზეთი
გემოვნებით მარილი
ლიმონი
1,5-2 ლ. წყალი

წითელი ოსპის კრემ-სუპი

მერჯიმეკ ჩორბა, ეს გახლავთ თურქული კერძი, ითარგმნება როგორც ოსპის სუპი, თუმცა უფრო კრემ-სუპია ვიდრე სუპი. ამ კერძის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, რეცეპტიც მითხრა, თუმცა შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვნახე და იქიდან ავარჩიე ერთი ვარიანტი. ძალიან მომწონს ამ სუპთან დაკავშირებული ყველა დეტალი - არის იაფი, მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი და ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ სასარგებლო. ისეთი კერძია რომელსაც ხშირად მოვამზადებ და თქვენც გირჩევთ, რომ სცადოთ.

  • 40 წთ.
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი წვრილად, სტაფილო და კარტოფილი კი კუბიკებად დაჭერით.
  2. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი, როცა დარბილდება, დაუმატეთ სტაფილო და კარტოფილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტაც. 3-4 წუთში დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი და აურიეთ.
  3. დაასხით წყალი, თავიდან 1,5 ლიტრი, შემდეგ თქვენი სურვილით გაათხელეთ.
  4. როცა წყალი ადუღდება, ადუღეთ 25 წთ.
  5. დააბლენდერეთ, დაუმატეთ მარილი, სურვილის შემთხვევაში წყალიც სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
  6. წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  7. სერვირებისას მოასხით ლიმონის წვენი.

ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
სამარხვო ნამცხვარი ბანანის ბაზაზე – უგემრიელესია
შემდეგი
უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3
წინა
სამარხვო ნამცხვარი ბანანის ბაზაზე – უგემრიელესია
შემდეგი
უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3
error: საავტორო უფლებები დაცულია!!