0 0
წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1,5 ჭ.ჩ. წითელი ოსპი
2 ც. სტაფილო
1 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
2,5 სმ. სიგრძის ჯინჯერი (იგივე კოჭა, ჯანჯაფილი)
2/3 ჩ.კ. კურკუმა
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
1/2 ჩ.კ. ძირა
გემოვნებით წითელი წიწაკა
1,5 ლ. წყალი
2 ს.კ. ზეთი
50 გ. გოგრის თესლი
2 ც. ლიმონი

წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით

წითელი ოსპის კრემ-სუპის რეცეპტი დიდი ხანია პოპულარული რეცეპტების ჩამონათვალშია, რაც ძალიან მახარებს. ამ ჯანსაღი პროდუქტის ჩართვა ჩვენს კვებით რაციონში ძალიან კარგი არჩევანია. დღეს მინდა ოსპის კრემ-სუპის კიდევ ერთი ვარიანტი გაგიზიაროთ, რომელსაც რამდენიმე ასევე ძალიან სასარგებლო პროდუქტი ემატება, კერძოდ კურკუმა, ჯინჯერი და გოგრის თესლი, თითოეული მათგანის თვისებებზე მოკლედ ქვემოთ მოგიყვებით. რაც შეეხება ამ სუპის გემოს, ძალიან გემრიელი და არომატულია, მოხალული გოგრის თესლი და ლიმონი ძალიან უხდება, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ნოყიერიცაა. ვფიქრობ, რომ ეს სუპი უფრო ზამთარსა და ცივ ამინდებს მოუხდება, თუმცა ზაფხული გრილ საღამოსაც კარგი არჩევანი იქნება.

ჯინჯერი- გააჩნია ძლიერი ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური თვისებები, კარგი საშუალებაა სხვადასხვა გენეზის გულისრევის პრევენციისათვის, ამცირებს ვარჯიშით გამოწვეულ კუნთების ტკივილს, ამცირებს ოსტეოართრიტის სიმპტომებს, ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, აქვს ანტიკანცეროგენული ეფექტი და ა.შ.
კურკუმა - ჯინჯერის მსგავსად გააჩნია ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური თვისებები, ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამასთან ერთად ასტიმულირებს ორგანიზმის საკუთარ ანტიოქსიდანტურ ენზიმებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, კარგი საშუალებაა სიმსივნისა და ალცჰაიმერის პრევენციისათვის, აქვს ანტიდეპრესანტული მოქმედება.
გოგრის თესლი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, თუთიით, რკინით, მაგნიუმით, პოლიუჯერიცხიმოვანი მჟავებით, კალიუმითა და ა.შ. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს რაც კარგი საშუალებაა გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის პრევენციისათვის.

  • 40 წთ.
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი თხელ ნახევარრგოლებად დაჭერით.
  2. გაცხელებულ ზეთდასხმულ ქვაბში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, 3-4 წთ-ში დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, კარგად აურიეთ. 3-4 წუთში დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი, გახეხილი ჯინჯერი და კარგად აურიეთ, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, როცა ადუღდება ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი.
  3. როცა ოსპი მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ სანელებლები და მარილი, დააბლენდერეთ და კვლავ დააბრუნეთ ცეცხლზე, წამოადუღეთ და 1-2 წუთში სუპი მზადაა.
  4. სერვირებისას მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი და მოასხით ლიმონის წვენი.

ძალიან სასარგებლო და გემრიელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით
შემდეგი
კუსკუსის სალათი
წინა
კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით
შემდეგი
კუსკუსის სალათი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!