1 1
ძალიან ხრაშუნა და უგემრიელესი “სნიკერსი”

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ბისკვიტისთვის:
6 კვერცხის გული
250 გ. მარგარინი
1 ჩ.ჭ. შაქარი
1 ს.კ. მაიონეზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ძმარი
450 გ. ფქვილი
2 გ. ვანილინი
ბეზესთვის:
6 კვერცხის ცილა
300 გ. შაქარი
2 გ. ვანილინი
კრემისთვის:
250 გ. კარაქი
1 ქილა შესქელებული რძე
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
ასევე:
200 გ. მიწისთხილი
100 გ. შავი შოკოლადი

ძალიან ხრაშუნა და უგემრიელესი “სნიკერსი”

მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! გისრვებთ ყველაფერს საუკეთესოს. 2019 წელს ტკბილი და გემრიელი რეცეპტის გაზიარებით ვიწყებ. "სნიკერსი" საკმაოდ პოპულარული ნამცხვარია, მისი რეცეპტი პოპულარულ სტატიებში საკმაოდ დიდი ხანია რაც მოხვდა, ამიტომ მისი მომზადების ახალი, ბევრად უფრო გემრიელი ვარიანტი უნდა გაგიზიაროთ, გამომცხვარი ბეზეებით და კრემით, რომელშიც კარაქთან ერთად როგორც ჩვეულებრივი შესქელებული რძე, ასევე მოხარშული შესქელებული რძეა. ამ ნამცხვარმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა და, ამიტომ გირჩევთ, რომ სცადოთ.

  • 4 სთ.
  • პორცია 16
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:

  • ბეზესთვის:

  • კრემისთვის:

  • ასევე:

მომზადება

გაზიარება
  • ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, როცა თეთრ, ჰაეროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ნახევრად გამდნარი მარგარინი, კვლავ ათქვიფეთ, სოდა გახსენით ძმარში და დაუმატეთ, ასევე დაუმატეთ ვანილინი, კარგად აურიეთ.
  • ჩააცერით ფქვილი და მიქსერით აქციეთ ერთიან მასად. მიღებული ცომი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული ნაწილი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30-40 წუთით.
  • ამასობაში მოამზადეთ ბეზე, ამისათვის კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, როცა აქაფდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და თქვიფეთ დაბალი სიჩქარით, ბოლოს დაუმატეთ ვანილინი, განაგრძეთ თქვეფა მაღალი სიჩქარით. ბეზე მზადაა მაშინ, როცა მიქსერის ჩხირების ამოღების შემდეგ ბეზეს “წვეტი” ფორმას ინარჩუნებს და “თავს არ ხრის” (იმედია მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ 😂 ).
  • საცხობ ფორმაზე (გამოიყენეთ საცხობს რა ფორმაც მოყვება ის), დააფინეთ საცხობი ქაღალდი, მასზე გააბრტყელეთ ცომის პირველი ნაწილი, მასზე გაანაწილეთ ბეზეს მესამედი, შედგით 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი, შემდეგ საცხობს დაუწიეთ 100 გრადუსამდე და კვლავ აცხვეთ 30-40 წუთი. ასევე გამოაცხვეთ დარჩენილი ორი ნაწილი.
  • კრემის მოსამზადებლად ინგრედიენტები აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის! მომზადებამდე 3-4 საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაინიშნეთ დრო და თქვიფეთ 6-7 წთ, შემდეგ კი თითო-თითო სუფრის კოვზებად შეათქვიფეთ ჯერ “უმი” შესქელებული რძე, შემდეგ კი მოხარშული შესქელებული რძე. მიიღებთ სქელ, ჰაეროვან კრემს.
  • მიწისთხილი მოხალეთ და სასურველ ზომებად დაჭერით.
  • ნამცხვრის ასაწყობად პირველ ფენას წაუსვით კრემის ნახევარი, მოაყარეთ მიწისთხილის ნახევარი, დაადეთ მეორე ფენა, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ მიწისთხილი, მას კი მესამე ფენა დაადეთ. ბოლო ფენას მოაწუწეთ გამდნარი შოკოლადი და გააფორმეთ მიწისთხილის ნატეხებით.

უგემრიელესი და ძალიან ხრაშუნა ნამცხვარი “სნიკერსი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქინოა ქამა სოკოთი
შემდეგი
ბერძნული გირო ღორის ხორცით
წინა
ქინოა ქამა სოკოთი
შემდეგი
ბერძნული გირო ღორის ხორცით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!