0 0
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
10 ც. კვერცხი
10 ს.კ. (ბისკვიტისთვის) შაქარი
10 ს.კ. ფქვილი
3 ს.კ. ლიმონის წვენი
6 ს.კ. ზეთი
2 გ. ვანილინი
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
4 ს.კ. კაკაო
500 მლ. რძე
3,5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
200 გ. კარაქი
400 გ. შოკოლადის კარაქი
მწიკვი მარილი
12 ს.კ. წყალი
1/2 ჩ.ჭ. (კრემისთვის) შაქარი
5 ს.კ. (სიროფისთვის) შაქარი
3-4 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
3 დიდი ფორთოხალი
100 გ. შოკოლადი
150 მლ. მაღალპროცენტიანი (35%+) ნაღები

კვებითი ღირებულებები

405 კკალ.
კალორია
22,7 გ.
ცხიმები
106 მგ.
ქოლეს- ტეროლი
44,2 გ.
ნახშირ- წყლები
7 გ.
ცილები
71 მგ.
სოდიუმი
236 მგ.
კალიუმი
14 მკგ.
D ვიტამინი
128 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა

შოკოლადის ტორტი ფორთოხლით

ეს ტორტი მამაჩემის დაბადების დღისთვის მოვამზადე, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ არ გამისინჯავს, მაგრამ ეს კრემიც და ბისკვიტიც ადრეც მომიმზადებია და ორივე არაჩვეულებრივია. ვინც გასინჯა მითხრეს რომ გემრიელი იყო. მე მინიმალისტურად გაფორმებული ტორტები მომწონს, ამიტომ ყოველთვის სადად ვაფორმებ. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ეს კრემი საკმაოდ სქელია და გაფორმებისთვის მშვენიერია.

  • 4 სთ.
  • პორცია 18
  • რთული

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 25-26 სმ. დიამეტრის

ბისკვიტის ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

კარაქი და შოკოლადის კარაქიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულს დაასხით ზეთი და ლიმონის წვენი, ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ და გადადგით გვერდზე.
  2. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, სათითაოდ დაამანეტეთ შაქარი (ჯამში 10 ს.კ.) და ნელა თქვიფეთ, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება დაუმატეთ ვანილი და კვლავ მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე.
  3. ბეზეს ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით დაუმატეთ კვერცხის გულების მასა და ფრთხილად შეურიეთ, სათქვეფის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ.
  4. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და ჩააცერით კვერცხიან მასას, კვლავ ფრთხილად შეურიეთ ხელის სათქვეფით/სილიკონის ნიჩბით იმავე მოძრაობით.
  5. საცხობ ფორმას ჩაუფინეთ იმავე დიამეტრის ქაღალდი, წაუსვით ზეთი მხოლოდ ძირზე და ჩაასხით ცომი. ტორტის ქვაბის თავსახური გაახვიეთ სველ, გაწურულ ჩაის ტილოში და დააფარეთ ქვაბს ისე, რომ ჰაერი არ შედიოდეს.
  6. ბისკვიტი გამოაცხეთ დაბალ ცეცხლზე გამანაწილებლით. დაახლოებით 2 საათი ბისკვიტი გამოცხვება. როცა სუნს იგრძნობთ, ფრთხილად ახადეთ თავსახური და ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  7. ბისკვიტი გააციეთ ცხაურზე, მოაცილეთ საცხობი ქაღალდი.
  8. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი. ამისთვის ჯერ მოხარშული კრემი უნდა მოამზადოთ: სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ სიმინდის სახამებელი (თუ არ გაქვთ, ფქვილით შეცვალეთ), შაქარი (1/2 ჩ.ჭ.) და ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ სახამებელი კარგად გაიხსნას და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ქვაბი დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. როცა წამოდუღდება და შესქელდება, რამდენიმე წუთი ადუღეთ, თან კარგად ურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ზემოდან სამზაეულოს ცელოფანი გადააკარით და ისე გააციეთ, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავზე ქერქი არ გაიკეთოს. უნდა მიიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე.
  9. კრემის მომზადების მეორე ეტაპზე, ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად გათქვიფეთ, თქვიფეთ დაახლოებოთ 5 წუთი, შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ასევე ოთახის ტემპეტატურის მოხარშული კრემი, ბოლოს კი შოკოლადის კარაქი.
  10. სიროფის მოსამზადებლად ქვაბში ჩაყარეთ შაქარი (5 ს.კ.), დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ, რათა შაქარი კარგად გაიხსნას, ადუღეთ 2-3 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გაციებულ სიროფს დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი. (ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტის ნახვა შეგიძლიათ აქ ფორთოხლის ლიქიორის რეცეპტი ).
  11. ბისკვიტი გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და მოაწყეთ ფორთოხლის ნაჭრები. ბოლო ფენას და გვერდებსაც წაუსვით კრემი და მოასწორეთ ზედაპირი. ტორტი ცოტა ხნით შედგით მაცივარში.
  12. ამასობაში მოამზადეთ შოკოლადის განაში, ამისათვის ნაღები აადუღეთ და დაასხით შოკოლადის ნატეხებს, ურიეთ და აქციეთ ერთიან მასად. შეაგრილეთ და მოასხით ტორტს, მე ჯერ კიდეებზე ჩამოვაწვეთე და შემდეგ ტორტის ცენტში დავასხი, აქედან კი მთელ ზედაპირზე ფრთხილად გავანაწილე.
  13. ტორტი მორთეთ თქვენი გემოვნებით.

შოკოლადის ტორტი ფორთოხლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით
შემდეგი
წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)
წინა
გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით
შემდეგი
წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)

დაამატე კომენტარი