0 0
შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
30 ც. სავოიარდის ჩხირები
400 მლ. რძე
6 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. კაკაო
300 მლ. მაღალპროცენტიანი (35%+) ნაღები
1/4 ჩ.კ. დარიჩინი
2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
1 პაკეტი ვანილინი
20-30 გ. შოკოლადის მარცვლები

კვებითი ღირებულებები

536 კკალ.
კალორია
16,1 გ.
ცხიმები
107 მგ.
ქოლეს- ტეროლი
91,4 გ.
ნახშირ- წყლები
8,4 გ.
ცილები
245 მგ.
სოდიუმი
59 მგ.
კალიუმი
34 მკგ.
D ვიტამინი
140 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

ეს ნამცხვარი დაახლოებით 2 თვის წინ მოვამზადე მორჩენილი ინგრედიენტებით. კრემი გამოვიდა უგემრიელესი და ძალიან ჰაეროვანი. მე სავოიარდის ჩხირები არ დავნამე, რადგან ვიფიქრე, რომ კრემი ჩაარბილებდა, თუმცა შევცდი, ქვედა ფენა კარგად არ ჩარბილდა, ამიტომ გირჩევთ რომ ქვედა ფენა ოდნავ დაალბოთ მაგარ ყავაში, მხოლოდ ნახევარი სისქით ჩადეთ და არა მთლიანად. მეორე ფენა შეგიძლიათ არ დაალბოთ ან ისიც ძალიან ოდნავ.

  • 30 წთ.
  • პორცია 10
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

წაიკითხეთ შესავალი სავოიარდის ჩხირების დალბობასთან დაკავშირებით.

  1. კრემის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი, სახამებელი, კაკაო და დარიჩინი. კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ რძე ხელის სათქვეფის დახმარებით.
  2. დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, როცა კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიღეთ სხვა ჯამში და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კრემმა ფუფხი არ გაიკეთოს გაციების შემდეგ.
  3. კარგაფ გაციებული ნაღები ათქვიფეთ, როცა გასქელდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე კრემისებური არ იქნება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაციებული მოხარშული კრემი, დაუმატეთ ვანილი და კრემი მზადაა.
  4. ფორმაში ჯერ პირველ ფენად ჩაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, რომლებიც უმჯობესია ოდნავ დაალბოთ ყავაში, მაგრამ მთლიანად ნუ ამოვლებთ, რათა ზედმეტად არ ჩალბეს. გაანაწილეთ კრემის ნახევარი, შემდეგ კვლავ დაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, შეგიძლიათ აღარ დაასველოთ ყავაში, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყართ შოკოლადის მარცვლები.
  5. შედგით მაცივარში 1-2 საათით.

მარტივი და ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქოქოსის ნამცხვარი
შემდეგი
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში
წინა
ქოქოსის ნამცხვარი
შემდეგი
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში

დაამატე კომენტარი