1 0
შოკოლადის მაფინები

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 საშუალო ზომის კვერცხი
8 ს.კ. შაქარი
3/4 ჩ.ჭ. 25 %-იანი არაჟანი
130 გ. გამდნარი კარაქი
1 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
2 ს.კ. კაკაო
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
150 გ. შოკოლადის მარცვლები
მწიკვი მარილი
2 გ. ვანილინი

კვებითი ღირებულებები

221 კკალ.
კალორია
11,4 გ.
ცხიმები
42 მგ.
ქოლეს- ტეროლი
27.5 გ.
ნახშირ- წყლები
3,1 გ.
ცილები
145 მგ.
სოდიუმი
114 მგ.
კალიუმი
6 მკგ.
D ვიტამინი
47 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

შოკოლადის მაფინები

ეს მაფინები ერთ-ერთი კონკურსისთვის მოვამზადე, არანაირი რეცეპტით არ მიხელმძღვანილია, რაც სახლში მქონდა ის ინგრედიენტები გამოვიყენე და მინდა გითხრათ, რომ უგემრიელესი გამოვიდა, ნოტიო და ფუმფულა. ჩემი შოკოლადი ცხობისას გადნა, თქვენ თუ ისეთ შოკოლადს გამოიყენებთ, რომელიც ცხობისას არ დნება, უკეთეს შედეგს მიიღებთ.
მაფინები მიირთვით საუზმედ ან დესერტად.

  • 50 წთ.
  • პორცია 17
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. კვერცხი და შაქარი მწიკვ მარილთან ათქვიფეთ ერთად, როცა ფუმფულა, მოთეთრო მასას მიიღებთ დაუმატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი და ვანილინი. კვლავ ათქვიფეთ.
  3. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი, აურიეთ და შემდეგ ეს მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  4. მიღებულ ცომს ბოლოს დაუმატეთ 130 გ. შოკოლადის მარცვლები, კარგად გადაურიეთ და გაანაწილეთ საცხობ ფორმებში, ფორმის 2/3 გაავსეთ ცომით. მე ქაღალდის ფორმები ჩავუფინე და მათში გამოვაცხე, ამიტომ ცხიმი არ წამისვამს, თუ მეტალის საცხობ ფორმაში გამოაცხობთ, მაშინ ცხიმი წაუსვით.
  5. ფორმებში განაწილებულ ცომს ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი შოკოლადის მარცვლები, გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15-18 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.

მარტივი და უგემრიელესი შოკოლადის მაფინები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
ქათმის ფახიტასი
შემდეგი
ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი
წინა
ქათმის ფახიტასი
შემდეგი
ვაშლის მარტივი და გემრიელი ნამცხვარი

დაამატე კომენტარი