0 0
შვრიისა და ბანანის ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
115 გ. კარაქი
150 გ. შაქარი
1 ც. კვერცხი
1 დიდი ბანანი
2 გ. ვანილინი
2 ჩ.ჭ. ფქვილი
2 ჩ.ჭ. (180 გ.) შვრია
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/2 ჩ.კ. სოდა
მწიკვი მარილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
170 გ. შოკოლადი

შვრიისა და ბანანის ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით

მოგესალმებით ბლოგის მკითხველებო და ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამ რეიტინგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირაზე მეტია ახალი რეცეპტი არ დამიდია, ბლოგს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად, რაც ძალიან მახარებს. ბევრი თავისუფალი დრო სწავლის პერიოდში არასოდეს მქონია, თუმცა ახლა სწავლას სამსახურიც დაემატა და ფაქტობრივად აღარ დამრჩა დრო იმისათვის, რომ ბლოგზე სათანადოდ ვიაქტიურო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი რეცეპტები საერთოდ აღარ დაიდება. მაქსიმალურად ვეცდები 2 კვირაში ერთხელ მაინც შემოგთავაზოთ რაიმე ახალი გემრიელი იდეა.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ამ ორცხობილებს, რომ გამოაცხობთ და მის სურნელს იგრძნობთ, აი იმ წამს დარწმუნდებით რა გემრიელობა მოამზადეთ. მართლა უგემრიელესია, დარიჩინის არომატით, ბანანითა და შოკოლადის ნატეხებით შვრიის ფანტელებთან ერთად არაჩვეულებრივი კომბინაცია იქმნება. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო სჭირდება, ამიტომ თუ ორცხობილები გიყვართ, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა შეინახოთ და სცადოთ.

  • 30 წთ.
  • პორცია 26
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, ვანილინი და ჩანგლით წინასწარ დაჭყლეტილი ბანანი, კვლავ კარგად აურიეთ.
  2. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შვრია, მარილი, გამაფხვიერებელი, სოდა და დარიჩინი, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხიან მასას.
  3. კარგად აურიეთ, ერთიან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები და ისევ კარგად აურიეთ.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები და საცხობ ფორმაზე დაალაგეთ ისე, რომ თითოეულ ბურთულას შორის 3 სმ. იყოს დაშორება. ბურთულებს ზემოდან ხელის ოდნავ დააწექით და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 12-14 წთ. როცა გვერდები გაუყავისფერდება გამოიღეთ და ფორმაზევე გააციეთ 5-10 წთ, შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააციეთ.

შვრიის  უგემრიელესი  ორცხობილები ბანანითა და შოკოლადით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით
შემდეგი
პასტა პენე ქათმითა და ბეკონით
წინა
ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით
შემდეგი
პასტა პენე ქათმითა და ბეკონით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!