0 0
შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
300-350 გ. შებოლილი ორაგული
3 ც. (ზომა 23 X 23სმ.) სომხური ლავაში
250 გ. კრემ-ყველი
1/2 ჩ.ჭ. არაჟანი
1 პატარა კბილი ნიორი
1/3 კონა კამა
1 ლიმონის ცედრა
20 გ. კარაქი
1/2 ჩ.კ. მარილი

კვებითი ღირებულებები

40 კკალ.
კალორია
2,5 გ.
ცხიმი
8 მგ.
ქოლეს- ტეროლი
179 მგ.
სოდიუმი
38 მგ.
კალიუმი
2,3 გ.
ნახშირ- წყლები
2 გ.
ცილები
2%
A ვიტამინი
2%
კალციუმი

შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები

ისეთი სენდვიჩების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ ნებისმიერი წვეულების ჰიტი რომ გახდება. ჩემი დაბადების დღისთვის მოვამზადე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონა. ნამდვილად უგემრიელესია და თან ისეთი მარტივი გასაკეთებელია, რომ გირჩევთ განსაკუთრებული დღეებისთვის მაინც მოამზადოთ. ერთი მინუსი ის აქვს, რომ იაფი ნამდვილად არ ჯდება, მაგრამ, თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ, აუცილებლად დარჩებით მასზე შეყვარებული.

  • 12 სთ. და 15 წთ.
  • პორცია 49
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კრემ-ყველი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. შებოლილი ორაგულის ფილეს თუ დაჭრილს იყიდით, ეს უფრო გაგიმარტივებთ მომზადების პროცესს და დროსაც დაგაზოგინებთ. ლავაშისაგან უნდა გამოჭრათ სამი თანაბარი ზომის ოთხკუთხედი, ზომებით 23 x 23 სმ-ზე.
  2.  კრემ-ყველი, არაჟანი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, ლიმონის ცედრა და გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი ერთად მოათავსეთ ჯამში და შეურიეთ ერთმანეთს, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  3. ლავაშის პირველ ფენას წაუსვით კრემ-ყველის მასის ნახევარი, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ თხლად დაჭრილი ორაგულის ფილეს ნახევარი, მეორე ფენა ლავაშს წაუსვით კარაქის ნახევარი, თხლად და ამ გვერდიდან დაადეთ წინა ფენას, შემდეგ კი მასზე გაანაწილეთ დარჩენილი კრემ-ყველის მასა და ორაგულის ნაჭრები. მესამე ფენა ლავაშს წაუსვით კაქარის მეორე ნახევარი და დაადეთ წინა ორ ფენას. დაადეთ რაიმე სიმძიმე, რათა ფენები კარგად დაიპრესოს.
  4. მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით, მეორე დღეს კი დაჭერით სასურველ ზომებად.

უგემრიელესი და უმარტივესი სენდვიჩები კრემ-ყველითა და შებოლილი ორაგულით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი
შემდეგი
კრემ-ყველის ტრიუფელები
წინა
ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი
შემდეგი
კრემ-ყველის ტრიუფელები
error: საავტორო უფლებები დაცულია!!