0 0
შაკშუკა – ნოყიერი და გემრიელი საუზმე

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
4-5 საშუალო ზომის კანგაცლილი პომიდორი
1 თავი ხახვი
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
4 კბილი ნიორი
6 ც. კვერცხი
1 ჩ.კ. ძირა
2 ჩ.კ. პაპრიკა
1/4 ჩ.კ. (ან გემოვნებით) წითელი წიწაკა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1 პატარა კონა ოხრახუში
1 პატარა კონა ქინძი
2 ს.კ. ზეთი

შაკშუკა – ნოყიერი და გემრიელი საუზმე

შაკშუკა - პომიდვრის სოუსში მომზადებული კვერცხი, პოპულარული საუზმეა ისრაელში, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. მზადდება ძალიან მარტივად, არის ნოყიერი და ჯანსაღი.

  • 30 წთ.
  • პორცია 6
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  • ხახვი და ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კი კუბიკებად დაჭერით.
  • გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა დაახლოებით 5 წთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და სანელებლები (ძირა, პაპრიკა, წითელი წიწაკა), კარგად ამოურიეთ.
  • შემდეგ დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი (1-2 სმ სისქის კუბებად დაჭრილი), მოაყარეთ მარილი და პილპილი და კვლავ კარგად აურიეთ. ადუღეთ რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 5-7 წთ.
  • კოვზის დახმარებით პომიდვრის სოუსში გააკეთეთ 6 “ორმო” კვერცხისთვის. თითოეული კვერცხი ფრთხილად მოათავსეთ განკუთვნილ აგდილას ისე რომ კვერცხის გული ცილას არ შეერიოს. ტაფას დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 5-8 წთ.
  • კვერცხის მომზადების შემდეგ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ქინძი.

ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის სალათი ლურჯი ყველისა და ტარხუნის სოუსით
შემდეგი
კუსკუსისა და თინუსის სალათი ბოსტნეულით
წინა
ქათმის სალათი ლურჯი ყველისა და ტარხუნის სოუსით
შემდეგი
კუსკუსისა და თინუსის სალათი ბოსტნეულით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!