0 0
ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
300 გ. საქონლის ფარში
200 გ. ქამა სოკო
1 თავი ხახვი
1 ც. ნიახურის ღერები
150 მლ. წითელი ღვინო
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
გემოვნებით მარილი
1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა
1 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
3 ც. საშუალო ზომის ყაბაყი
200-250 გ. ყველი
3 ს.კ. ზეთი

ყაბაყი საქონლის ფარშით, სოკოთი და ყველით

რამდენიმე დღე ვფიქრობდი რა მომემზადებინა საქონლის ფარშით, ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტს, უამრავი რეცეპტი ვნახე, თუმცა ვერაფერი ავარჩიე, ბოლოს გადავწყვიტე საკუთარ ფანტაზიას მივნდობოდი და ასე შეიქმნა ეს კერძიც. გამოვიდა უგემრიელესი მსუბუქი სადილი, არომატული და წვნიანი შიგთავსით.

  • 1 სთ.
  • პორცია 6
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი და ნიახურის ღერი დაჭერით წვრილად, გადაიტანეთ გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაში და 3–4 წთ მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ფარში და კარგად აურიეთ. როცა ფარში სრულად გაყავისფერდება დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქამა სოკო. განაგრძეთ მოშუშვა 6-7 წუთი.
  2. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული, ისე რომ “ნავი” მიიღოთ, 2 ყაბაყის გული დაჭერით და დაუმატეთ ფარშს, ასევე დაუმატეთ ღვინო, 3/4 ჩ.კ, ნივრის ფხვნილი (1/4 ჩ.კ. ყაბაყისთვის შეინახეთ), ქინძის სუნელი, მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. კარგად აურიეთ.  ტაფას დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წუთი.
  3. ყაბაყის “ნავებს” მოაყარეთ ცოტა მარილი და დარჩენილი ნივრის ფხვნილი. დააწყვეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე, “ნავებში” გადაიტანეთ მომზადებული შიგთავსი, წვენი რაც დარჩება ტაფაში ისიც თანაბრად გაანაწილეთ.
  4. შედგით 190-200 გრადუსზე გაცხელებულ საცხობ ღუმელში და აცხვეთ 20-25  წუთი. 15 წუთის გასვლის შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და განაგრძეთ გამოცხობა.

უგემრიელესი სადილი მზადაა, გემრიალად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
თინუსის სალათი
შემდეგი
კრაბის სალათი (ვარიანტი #2)
წინა
თინუსის სალათი
შემდეგი
კრაბის სალათი (ვარიანტი #2)
error: საავტორო უფლებები დაცულია!!