0 0
ყაბაყის ნავები საქონლის ფარშითა და ყველით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 ც. ყაბაყი
200 გ. საქონლის ფარში
150 გ. ყველი
1 დიდი პომიდორი
1/2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ს.კ. ზეთი
1/2 ჩ.კ. ორეგანო
1/2 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
1/3 ჩ.კ. ქინძის სუნელი
1/3 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
1/3 ჩ.კ. ქონდარი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

ყაბაყის ნავები საქონლის ფარშითა და ყველით

ძალიან კარგი ახალი რეცეპტი მოგიტანეთ. ყაბაყის ნავები საქონლის ფარშითა და ყველით განსხვავებული, მარტივი მოსამზადებელი, ეფექტური, ჯანსაღი და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. მძიმე კერძი არაა, ამიტომ ზაფხულისთვისაც კარგია.

  • 1 სთ.
  • პორცია 4
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

იხილეთ ქვემოთ ფოტოებთან ერთად.

ნაბიჯები

1
გავაკეთე

ყაბაყის მომზადება:

ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული და ცალკე გადადეთ, უნდა გააკეთოთ ისეთი ნავები როგორიც ფოტოზეა.

2
გავაკეთე

შიგთავსი

პომიდორს გააცალეთ კანი და 1 კბილ ნიორთან ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი, გადაიტალეთ ქვაბში რამდენიმე წუთი წამოადუღეთ, რათა შესქელდეს. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყის გული კი საშუალო ზომებად დაჭერით.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და ხახვი მოთუშეთ, 2-3 წუთში დაამატეთ ნიორიც და რამდენიმე წამში დაუმატეთ ფარში. აურიეთ, როცა ფარში სრულად გაყავისფერდება (4-5 წუთში) დაუმატეთ პომიდვრის პიურე, დაჭრილი ყაბაყის გული, სუნელები, მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ. ადუღეთ 8-10 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. ყაბაყის ნავები ამოავსეთ ამ შიგთავსით.

3
გავაკეთე

გამოცხობა

მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ბერძნული სალათი
შემდეგი
კიტრისა და პიტნის გასპაჩო
წინა
ბერძნული სალათი
შემდეგი
კიტრისა და პიტნის გასპაჩო
error: საავტორო უფლებები დაცულია!!