0 0
ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 საშუალო ზომის ყაბაყი
1/2 ავოკადო
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა
2 ს.კ. ზეთი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
850 მლ. წყალი

ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით

დღეს ძალიან მარტივი, მსუბუქი, ჯანსაღი და გემრიელი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. არის დაბალკალორიული და სამარხვო. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი.

  • 30 წთ.
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყი და ავოკადო კუბებად დაჭერით.
  2. ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ 5 წთ. შემდეგ კი დაუმატეთ ყაბაყი და განაგრძეთ შუშვა 10 წთ.
  3. დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი ავოკადო და პიტნა, მარილი და პილპილი გემოვნებით.
  4. ეს ყველაფერი დააბლენდერეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ.
  5. მიირთვით თბილი ნივრიან კრუტონებთან ერთად.

 

მსუბუქი, ჯანსაღი და გემრიელი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)
შემდეგი
ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!
წინა
სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)
შემდეგი
ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!
error: საავტორო უფლებები დაცულია!!