ინგრედიენტები
-
500 გ. ღორის ხორცი
-
4-5 ც. ხახვი
-
3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
-
1/4 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
-
1/2 ჩ.ჭ. წყალი
-
150 გ. ყველი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1 ჩ.კ. ქონდარი
მომზადება
- ღორის ხორცი დაჭერით 2 სმ. სისქის ნაჭრებად, თითოეულ ნაჭერს წაუსვით დიჟონის მდოგვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- ტაფა გააცხელეთ და ხორცის ნაჭრები შეწვით ორივე მხრიდან 3-4 წუთი.
- შემდეგ ხორცი ამოიღეთ ცალკე ჭურჭელში და თბილად შეინახეთ.
- იმავე ტაფაში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, დაახლოებით 10-15 წთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი. ამის შემდეგ დაუმატეთ წყალი, ღვინო და ქონდარი. კარგად აურიეთ.
- ხორცი დააბრუნეთ ტაფაში და გააჩერეთ ცეცხლზე იქამდე, სანამ ხორცი ბოლომდე არ მომზადდება, გული აღარ უნდა იყოს ვარდისფერი.
- ბოლოს ხორცის ნაჭრებს ზემოდან დაალაგეთ სწრაფად დნობადი ყველის ფირფიტები. ტაფას თავსახური დააფარეთ, გააჩერეთ 1-2 წუთი და კერძი მზადაა.
ძალიან გემრიელი და ნოყიერი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!