0 0
ქოქოსის ნამცხვარი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ბისკვიტისთვის:
6 კვერცხის ცილა
1 ჩ.ჭ. რძე
1 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
185 გ. დარბილებული კარაქი
4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 პაკეტი ვანილინი
85 გ. ქოქოსის ფანტელი
1 ჩ.კ. მარილი
კრემისთვის:
1 1/2 ჩ.ჭ. რძე
4 ც. კვერცხის გული
1/3 ჩ.ჭ. შაქარი
3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
3/4 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი 35 %+ ნაღები
1 პაკეტი ვანილინი
3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელი

კვებითი ღირებულებები

609 კკალ.
კალორია
24,6 გ.
ცხიმები
116 მგ.
ქოლეს- ტეროლი
87,2 გ.
ნახშირ- წყლები
11,1 გ.
ცილები
287 მგ.
სოდიუმი
343 მგ.
კალიუმი
155 მგ.
კალციუმი
38 მკგ.
D ვიტამინი
3 მგ.
რკინა

ქოქოსის ნამცხვარი

დღეს ქოქოსის ნამცხვრების მოყვარულებისთვის ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი ნამცხვრის, რომლის ბისკვიტსაც და კრემსაც ძალიან ბევრი ქოქოსი აქვს. მომზადება არაა რთული და არც დიდი დრო არ სჭირდება. ნამცხვარი არის საშუალოდ ტკბილი, გირჩევთ კარგი ხარისხის ქოქოსი გამოიყენოთ, რათა მისი არომატი მძაფრად იგრძნობოდეს ნამცხვარში.

  • პორცია 12
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:

  • კრემისთვის:

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 28 სმ. დიამეტრის

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა, რძე და ვანილი ერთად გათქვიფეთ. ოდნავ უნდა შეურიოთ უბრალოდ, ბეზეს ამოყვანა არაა საჭირო.
  2. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ.
  3. კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ფქვილიან მასას, ჯერ სილიკონის ნიჩბით შეეცადეთ რომ შეურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი მიქსერის დახმარებით.
  4. როცა კარაქი და ფქვილი ერთმანეთს კარგად შეერევა, დაუმატეთ რძიანი მასის ნახევარი, ათქვიფეთ და შემდეგ დარჩენილი მეორე ნახევარიც შეათქვიფეთ.
  5. მიღებულ ცომს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები, ამოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ იმავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, მასზე კი კარაქი ან ზეთი წაუსვათ.
  6. ფორმა შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, ბისკვიტი მზადაა.
  7. ბისკვიტი 10 წუთით ფორმაში გააციეთ, შემდეგ კი ამოიღეთ და მოაშორეთ საცხობი ქაღალდი.
  8. კრემის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ 3/4 ჩ.ჭ. ქოქოსის და 3/4 ჩ.ჭ. ძროხის რძე, მე ქოქოსის რძე არ მქონდა და ამიტომ მის მაგივრადაც ძროხის რძე გამოვიყენე.
  9. ქვაბში  ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე გასაცხელებლად.
  10. ცალკე ჯამში კვერცხის გულებს შეურიეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა შეურიეთ ცხელი რძე, ბოლოს მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. კრემი რომ გასქელდება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
  11. ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები, შეათქვიფეთ ვანილიც.
  12. ოთახის ტემპერატურადე გაციებული მოხარშული კრემი ჯერ ცალკე გათქვიფეთ, შემდეგ კი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ათქვეფილ ნაღების კრემს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელიც.
  13. ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ასევე გვერდებსაც. ზემოდანაც შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი.

ქოქოსის ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ვაშლისა და ალუბლის ტარტი
შემდეგი
შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე
წინა
ვაშლისა და ალუბლის ტარტი
შემდეგი
შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

დაამატე კომენტარი