0 0
ქათმის ღვეზელი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
2 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
225 გ. მარგარინი ან კარაქი
1/2 ჩ.ჭ. რძე
1 ს.კ. შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
1-2 ს.კ. ცივი წყალი
1 კვერცხი
2 ს.კ. ზეთი
2 ც. ხახვი
2 კბილი ნიორი
1 დიდი სტაფილო
2 ც. დიდი ქათმის ფილე
1/3 კონა ოხრახუში
1 ჩ.ჭ. დაკონსერვებული მწვანე ბარდა
1/2 ჩ.ჭ. 20 %-იანი ნაღები
3 ს.კ. ფქვილი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1 1/3 ჩ.ჭ. წყალი

კვებითი ღირებულებები

281 კკალ.
კალორია
17 გ.
ცხიმები
68 მგ.
ქოლეს- ტეროლი
20,8 გ.
ნახშირ- წყლები
11,4 გ.
ცილები
412 მგ.
სოდიუმი
130 მგ.
კალიუმი
2 მგ.
რკინა
31 მგ.
კალციუმი
11 მკგ.
D ვიტამინი

ქათმის ღვეზელი

ჩემი აზრით ახალი წლისა და, ზოგადად, სადღესასწაულო სუფრებს ძალიან უხდება ღვეზელები, ოღონდ არა ინდივიდუალური, პატარა , არამედ ასეთი დიდი ღვეზელები. ამიტომ მე ამ ახალი წლისთვისთვის მოვამზადე 2 ღვეზელი, ერთი ქათმის შიგთავსით, მეორე კი - სოკოს. დღეს პირველის რეცეპტს შემოგთავაზებთ, ძალიან უცხოა და ძალიან გემრიელი. მომზადებაც მარტივია და გირჩევთ, რომ სცადოთ.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 16
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 26-28 სმ. დიამეტრის

  1. ცომის მოსამზადებლად თასში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და 1 ჩ.კ. მარილი,აურიეთ. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი ან მარგარინი. პერიოდულად ფქვილში ამოვლეთ კარაქი/მარგარინი რათა მარტივად ჩაახეხოთ. შემდეგ ხელით კარგად შეურიეთ ფქვილი და კარაქი, უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. შემდეგ შედგით საყინულეში 15 წუთით.
  2. 15 წუთის გასვლის შემდეგ გამოიღეთ საყინულიდან ფხვიერი მასა და დაუმატეთ ცივი რძე, მოზილეთ ცომი, თუ კარგად არ შეიკვრება, 1-2 ს.კ. ცივი წყალიც დაუმატეთ.
  3. მიღებული ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ მაცივარში, სანამ შიგთავსს მოამზადებთ.
  4. შიგთავსის მოსამზადებლად, მოხარშეთ და წვრილად დაანაწევრეთ ქათმის ფილე.
  5. გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მრგვალად დაჭრილი სტაფილო, ურიედ გამუდმებით. როცა ბოსტნეული დარბილდება, დაუმატეთ 3 ს.კ. ფქვილი, პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კარგად აურიეთ და დაასხით 1 1/3 ჩ.ჭ. წყალი და ნაღები. კვლავ კარგად აურიეთ. როცა მასა შესქელდება, დაუმატეთ ბარდა და ქათმის ფილე. ამოურიეთ და შიგთავსი მზადაა.
  6. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ, შემდეგ გადაიტანეთ ფორმაში და ჩაუდეთ შიგთავსი, ცომის მეორე ნაწილიც გააბრტელეთ და გადააფარეთ ღვეზელს. გვერდები ერთმანეთს შეაწებეთ თითების დახმარებით, ზედმეტი ცომი მოაჭერით.
  7. ღვეზელს გადაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 35-45 წთ. ღვეზელი ცოტა შეაგრილეთ და შემდეგ დაჭერით.

უგემრიელესი ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
უგემრიელესი სალათი “ცეზარი”
შემდეგი
გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით
წინა
უგემრიელესი სალათი “ცეზარი”
შემდეგი
გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!