ინგრედიენტები
-
600 გ. ქათმის ფილე
-
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
-
1 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
-
1 ც. ხახვი
-
1 კბილი ნიორი
-
1/4 კონა ქინძი
-
2 ს.კ. ზეთი
-
1,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა
-
1 ჩ.კ. ორეგანო
-
1 ჩ.კ. მარილი
-
ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება
- ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით 1 სმ. სისქისა და 5-6 სმ. სიგრძის ნაჭრებად. მოათავსეთ ჯამში.
- ქათმის ფილეს მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა, ორეგანო, 1/2 ჩ.კ. მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
- ამასობაში ხახვი ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკები კი ჟულიენებად დაჭერით.
- ტაფაზე დაასხით 1 ს.კ. ზეთი და კარგად გაცხელეთ, მასში მოთუშეთ ხახვი, ბულგარული წიწაკები, 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა და 1/2 ჩ.კ. მარილი, დაახლოებით 4 წუთში, (ოდნავ უნდა დარბილდეს) გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში.
- ტაფას დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი და დამარინადებული ქათმის ფილე შეწვით, როცა არცერთი მხარე ვარდისფერი არ იქნება, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ბულგარული, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად ამოურიეთ და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
ძალიან გემრიელი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!