0 0
ქათმის სალათი ბერძნულ სტილში

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ქათმის ფილე
500 გ. ქათმის ფილე
2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
3-4 ს.კ. ლიმონის წვენი
1/2 ჩ.კ. ორეგანო
2 კბილი ნიორი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
სოუსი
3/4 ჩ.ჭ. გაწურული მაწონი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
2–3 კბილი ნიორი
ნახევარი კიტრი
გემოვნებით მარილი
5-6 ღერი კამა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1/2 ჩ.კ. შაქარი
ასევე:
200 გ. სალათის ფურცლები
150-200 გ. პომიდორი "ჩერი"
3 ც. კიტრი
2 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
1 პატარა თავი ხახვი

ქათმის სალათი ბერძნულ სტილში

ეს სალათი ბერძნული მოტივებით მოვამზადე და ასეთი სახელიც ამიტომ შევურჩიე. ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. არის ჯანსაღი, მსუბუქი და უგემრიელესი, ასევე ნაკლებად კალორიულიც, რადგან მაიონეზის ნაცვლად ძაძიკის სოუსი აქვს დამატებული, რომელიც გაწურული მაწვნის ბაზაზე კეთდება.

  • 1 სთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე

  • სოუსი

  • ასევე:

მომზადება

გაზიარება
  • პირველ რიგში ქათმის ფილე დაჭერით 2-3 სმ. სისქის ნაჭრებად. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ორეგანო, კარგად აურიეთ. დაუმატეთ ქათმის ნაჭრები და კარგად აურიეთ ხელით, რათა ყველა ნაჭერზე თანაბრად განაწილდეს მარინადის მასა. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 30-40 წუთით.
  • სოუსის მოსამზადებლად გაწურულ მაწონს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი, შაქარი, წვრილად დაჭრილი კამა, გახეხილი კიტრი (გათალეთ, გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული) და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და სოუსი მზადაა.
  • კარგად გარეცხილი და გამშრალებული სალათის ფურცლები ხელით საშუალო ზომებად დაანაწევრეთ. ხახვი ალყა–ალყა, კიტრი კუბებად, ბულგარული წიწაკა ჟულიენებად (გრძელ და წვრილ ნაჭრებად) დაჭერით, პომიდორი ჩერი კი, თუ დიდია, შუაზე გაჭერით. ეს ყველაფერი მოზრდილ ჯამში აურიეთ.
  • ქათმის ფილე 30-40 წუთის გასვლის შემდეგ შეწვით – ტაფა გააცხელეთ და დაასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ფილეს ნაჭრებს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეწვით, თითოეულ მხარეს დასჭირდება დაახლოებით 3–4 წუთი.
  • შემწვარი ქათმის ფილე უფრო მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით და დაუმატეთ სალათს, მოასხით სოუსი და კარგად ამოურიეთ.

ჯანსაღი და ძალიან გემრიელი ქათმის სალათი ბერძნულ სტილში მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ღორის ხორცი კარამელიზირებული ხახვითა და ყველით
შემდეგი
ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ფეტათი
წინა
ღორის ხორცი კარამელიზირებული ხახვითა და ყველით
შემდეგი
ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ფეტათი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!