0 0
ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
900 გ. ქათმის ფილე
1 1/2 ჩ.ჭ. ყურძენი
1/2 ჩ.ჭ. ნიგოზი
6-7 ღერი მწვანე ხახვი
სოუსისთვის:
1/2 ჩ.ჭ. მაიონეზი
1/2 ჩ.ჭ. არაჟანი
2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
1/4 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით

ქათმის სალათები ძალიან პოპულარულია ბლოგზე, ამიტომ დღეს მისი მომზადების კიდევ ერთ ვარიანტს გთავაზობთ. ყურძნის დამატება ჩემსავით ნუ შეგაშინებთ, ძალიან უხდება და ახალისებს სალათს. საერთო ჯამში გამოდის უგემრიელესი სალათი, განსხვავებული, მაგრამ არა ისეთი განსხვავებული ჩვენს, ქართველების, გემოვნებაში კარგად რომ ვერ ჯდება.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • სოუსისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. ქათმის ფილე მოხარშეთ, გააციეთ და დაანაწილეთ სასურველ ზომებად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, საშუალო ზომებად დაჭრილი ნიგოზი და შუაზე გაჭრილი ყურძნის მარცვლები. შეეცადეთ ყურძნის მარცვლებს წიპწები მოაშოროთ.
  2. სოუსის ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში მოათავსეთ და კარგად აურიეთ.
  3. სალათს მოასხით სოუსი და აურიეთ.

მარტივი, გემრიელი და განსხვავებული სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მე გამოვიყენე ყურძენი “ალადასტური”.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ანანასის ტორტი
შემდეგი
შვრიისა და ბანანის ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით
წინა
ანანასის ტორტი
შემდეგი
შვრიისა და ბანანის ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!