0 0
ქათმის სალათა არაჟნის სოუსით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
5 ც. ქათმის ფილე
1 საშუალო სტაფილო
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
1/3 კონა კამა
2 ს.კ. ზეთი
20 გ. კარაქი
3-4 ღერი მწვანე ხახვი
სოუსისთვის:
150 გ. 15%-იანი არაჟანი
1/2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1/2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 კბილი ნიორი
1/2 ჩ.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. ან გემოვნებით მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა

კვებითი ღირებულებები

320 კკალ.
კალორია
21,5 გ.
ცხიმები
95 მგ.
ქოლეს- ტეროლი
3,9 გ.
ნახშირ- წყლები
27,5 გ.
ცილები
270 მგ.
სოდიუმი
347 მგ.
კალიუმი
59 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
1 მკგ.
D ვიტამინი

ქათმის სალათა არაჟნის სოუსით

ბლოგზე ქათმის სალათები დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ დღეს კიდევ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მაიონეზის ნაცვლად მზადდება არაჟნის სოუსით და შესაბამისად უფრო ჯანსაღი და ნაკლებად კალორიულია. რაც შეეხება გემოს, საკმაოდ გემრიელია, მომზადების შემდეგ რამდენიმე საათი მაცივარში გაჩერება კარგია, რადგან ამ დროს გემოები უფრო კარგად უჯდება. ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდებოდა რაიმე ცოცხალი გემო, მაგალითად კიტრი.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

  • სოუსისთვის:

მომზადება

გაზიარება
  1. ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან. სანამ შეწვას დაასრულებს დაუმატეთ კარაქიც.
  2. მომზადებული ქათმის ფილე ამოიღეთ ცალკე ჭურჭელზე და გააგრილეთ.
  3. სანამ ფილე გაცივდება, სტაფილო გათალეთ და გახეხეთ საშუალო სახეხზე. ბულგარული წიწაკა კი წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
  4. იმ ტაფას, რომელშიც ქათმის ფილე შეწვით, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი, დაუმატეთ სტაფილო და ბულგარული. ოდნავ მოთუშეთ, მაქსიმუმ 3-4 წთ. შემდეგ გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში და გააციეთ.
  5. სოუსის მოსამზადებლად არაჟანს დაუმატეთ, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და კარგად აურიეთ.
  6. ქათმის ფილე დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, დაუმატეთ გაციებული მოთუშული ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ.
  7. სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში და შემდეგ მიირთვით.

ქათმის სალათა არაჟნის სოუსით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში
შემდეგი
სამარხვო პიცა
წინა
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში
შემდეგი
სამარხვო პიცა