0 0
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
800 გ. ქათმის ბარკლები
2 სავსე ს.კ. არაჟანი
1,5 ჩ.ჭ. წყალი
1 ს.კ. ფქვილი
2 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
25 გ. კარაქი
3 ს.კ. ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით ჩილი

კვებითი ღირებულებები

281 კკალ.
კალორია
15,7 გ.
ცხიმები
97 მგ.
ქოლეს- ტეროლი
4,1 გ.
ნახშირ- წყლები
29,6 გ.
ცილები
306 მგ.
სოდიუმი
299 მგ.
კალიუმი
2 მკგ.
D ვიტამინი
34 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა

ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში

ეს კერძი გუშინ მოვამზადე, ძალიან მარტივია და თან სწრაფი მოსამზადებელი, გემო კი ნამდვილად არაჩვეულებრივია, უგემრიელესი გამოდის. დღეს ძალიან მინდოდა ამ რეცეპტის გაზიარება და რადგან მთელი დღე გამოცდისთვის ვმეცადინეობდი, ამ დრომდე ვერ მოვახერხე დადება. სიმართლე გითხრათ, ახლაც მხოლოდ სურათის ატვირთვას და ხვალისთვის მონახაზის გამზადებას ვაპირებდი, მაგრამ რეცეპტიც "შემომეწერა". იმედია მოამზადებთ და გამიზიარებთ თქვენს შედეგს.

  • 30 წთ.
  • პორცია 8
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ქათმის ბარკლები და ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირი ორად ან სამად გაჭერით.
  2. ტაფა გააცხელეთ, მოასხით ზეთი და დაუმატეთ კარაქი, როცა კარაქი გადნება ქათმის ნაჭრები ჩააწყეთ ტაფაზე და საშუალოდ მაღალ ცეცხლზე შეწვით, ერთი მხრიდან 10 წუთი, მეორე მხრიდან კი 5 წუთი.
  3. სანამ ქათმის ბარკლები იწვება, ხახვი ალყაალყა, ნიორი კი წვრილად დაჭერით. მას შემდეგ რაც ქათამს ამოაბრუნებთ და 5 წუთი გავა, დაუმატეთ ხახვი და ნიორი, დაახლოებით 3 წთ. ასე გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე.
  4. ამასობაში კი მოამზადეთ არაჟნის სოუსი: ჯამში მოათავსეთ ფქვილი, არაჟანი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და ჩილი, აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ წყალი.
  5. მიღებული სოუსი მოასხით შემწვარ ბარკლებს და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთი.

ძალიან მარტივი, სწრაფი და უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე
შემდეგი
ქათმის სალათა არაჟნის სოუსით
წინა
შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე
შემდეგი
ქათმის სალათა არაჟნის სოუსით

დაამატე კომენტარი