0 0
ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 - 1,5 კგ. მოხარშული ქათამი
1,5 ლ. ქათმის ნახარში
1 საშუალო ზომის სტაფილო
1 საშუალო თავი ხახვი
1/2 ჩ.ჭ. ბრინჯი
3 ც. კვერცხი
1 ლიმონის წვენი
1/3 კონა კამა
1 ს.კ. ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

კვებითი ღირებულებები

117 კკალ.
კალორია
4,5 გ.
ცხიმი
41 მგ.
ქოლეს- ტეროლი
467 მგ.
სოდიუმი
6 გ.
ნახშირ- წყლები
12,5 გ.
ცილები
1 მკგ.
D ვიტამინი
17 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა
116 მგ.
კალიუმი

ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი

სამზარეულო:

    უკვე საკმაოდ აგრილდა და თბილი წვნიანები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც იცით ლიმონი და ქათმის ნახარში (მითუმეტეს, თუ ქათამი სოფლისაა) საკმაოდ კარგია გაციების პროფილაქტიკისათვის, ამიტომ ეს სუპი ამ სეზონისთვის არაჩვეულებრივია.
    ახლა კი რაც შეეხება გემოს, ნამდვილად უგემრიელესია, ლიმონის წვენი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. მომზადება მარტივია და არც დიდი დრო სჭირდება.

    • 45 წთ.
    • პორცია 16
    • საშუალო

    ინგრედიენტები

    მომზადება

    გაზიარება
    1. წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილი სტაფილო ზეთდასხმულ ქვაბში მოთუშეთ, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ქათმის ნახარში და ბრინჯი.
    2. როცა წამოდუღდება ადუღეთ 15 წუთი. მანამდე კი ჯამში კვერცხი და ლიმონის წვენი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტა ბულიონი და 15 წუთის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ სუპს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს სუპი შესქელდება.
    3. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი (ძვლის გარეშე, ასე უფრო მოსახერხებელია ჭამა), წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი.
    4. 1-2 წუთი კვლავ წამოადუღეთ და სუპი მზადაა.

    ქათმისა და ლიმონის უგემრიელესი სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

    წინა
    ხაჭოს ბლინები (სირნიკები)
    შემდეგი
    შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები
    წინა
    ხაჭოს ბლინები (სირნიკები)
    შემდეგი
    შებოლილი ორაგულისა და კრემ-ყველის სენდვიჩები

    დაამატე კომენტარი