0 0
ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 კგ. ქათმის ბარკლები
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 საშუალო თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ჩ.კ. ქონდარი
1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ წყალი
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. (20-30 %-იანი) ნაღები
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში

ეს კერძი რომ გავსინჯე, პირველი რაც გონებაში გავიფიქრე იყო ის, რომ ბლოგზე აუცილებლად უნდა დავამატო ახალი კატეგორია "ღვთაებრივი კერძები". :D ისეთი კერძია ზუსტად სიტყვებით რომ ვერ აღწერ და აუცილებლად უნდა გასინჯო, განსაკუთრებულია მისი გემო, სტრუქტურა, არომატი. ღვინისა და მდოგვის სოუსში გამომცხვარი ქათამი არა მარტო კარგ არომატს იღებს, არამედ სასიამოვნოდ რბილდება და ნოტიო ხდება. თუ გსურთ რომ საყვარელი ადამიანები აღაფრთოვანოთ რაიმე ძალიან გემრიელით, ეს სწორედ ის კერძია, რომელიც თქვენ გჭირდებათ.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 8
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ამ კერძის მომზადებისას აუცილებლად გამოიყენეთ კარგი ხარისხის ღვინო და დიჟონის მდოგვი, შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომელთა გემოც მოგწონთ. საბოლოო შედეგი ამაზეა დამოკიდებული.

დაგჭირდებათ როგორც ქათმის ბარკლები ასევე ბარკლის ძირი. შეგიძლიათ მხოლოდ ბარკლის ძირებით მოამზადოთ.

  1. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, ქათმის ხორცს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააწყვეთ გაცხელებულ ტაფაზე და მობრაწეთ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან. 2-3 წთ საკმარისია, მთავარია ხორცმა  სასიამოვნო ოქროსფერი მიიღოს.
  2. ამოიღეთ ქათმის ბარკლები გამოსაცხობ ფორმაში და შეინახეთ თბილად.
  3. იმავე ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ქონდარიც. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 5 წთ.
  4. შემდეგ დაუმატეთ ღვინო, დიჟონის მდოგვი და წყალი, კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  5. მომზადებული სოუსი მოასხით ქათმის ბარკლებს. ფორმა შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 45 წთ. შემდეგ გამოიღეთ, მოასხით ნაღები და კვლავ აცხვეთ 10 წთ.

უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით
შემდეგი
მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით
წინა
გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით
შემდეგი
მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!