ინგრედიენტები
-
4 ც. ქათმის ფილე
-
თქვენი გემოვნებით სალათის ფურცლების ასორტი
-
ნახევარი (1-2 დღის) პური
-
4 ს.კ. ზეთი
-
6 კბილი ნიორი
-
გემოვნებით პილპილი
-
გემოვნებით მარილი
-
2/3 ჩ.ჭ. მაღალი ხარისხის მაიონეზი
-
1 1/2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
3 ს.კ. ლიმონის წვენი
-
1 1/2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
-
1 ს.კ. ვორჩესტერის სოუსი
-
1 1/2 ჩ.კ. ანჩოუსის პასტა
-
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
-
1/2 ჩ.ჭ. გახეხილი პარმეზანი
მომზადება
ანჩუსის პასტა ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია ცეზარის სოუსის, თუმცა მე პირადად ვერსად ვიშოვე, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა და ის საერთოდ ამოვიღე სოუსიდან.
სალათის ფურცლები სამი სახის გამოვიყენე, გირჩევთ თქვენც მაქსიმალურად ბევრი სახეობა შეურიოთ, რათა გემო გააუმჯობესოთ.
პური – კარგი იქნება თუ ბაგეტს გამოიყენებთ.
ზოგიერთ რეცეპტში მაიონეზიც სახლში მომზადებული გამოიყენება, თუმცა შეგიძლიათ კარგი ხარისხის, ნაყიდი მაიონეზითაც მოამზადოთ.
კლასიკურ ვარიანტში პარმეზანი გამოიყენება და რეცეპტშიც ის მივუთითე, თუმცა მე არ მქონდა და შებოლილი ყველით შევცვალე.
- სოუსის მოსამზადებლად ერთმანეთ შეურიეთ მაიონეზი, ვორჩესტერის სოუსი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ანჩოუსის პასტა (თუ იშოვით), ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით, 3 კბილი ძალია წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში გამოყენებამდე.
- ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა და გაცხელებულ ტაფაზე 1 ს.კ. ზეთთან ერთად შეწვით, ორივე მხრიდან დაბრაწეთ. შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით სასურველ ზომებად.
- კრუტონების მოსამზადებლად პური დაჭერით 1 სმ. სიგრძის კუბიკებად, საცხობ ფორმაზე გაანაწილეთ და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთით.
- 3 ს.კ. ზეთს დაამატეთ დარჩენილი 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და მოასხით კრუტონებს, ხელით აურიეთ, რომ ყველაზე განაწილდეს. კვლავ შედგით ღუმელში 5-10 წუთით.
- გარეცხილი და გამშრალებული სალათის ფურცლები ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, დაუმატეთ დაჭრილი ფილე, კრუტონები, გახეხილი ყველი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ.
უგემრიელესი სალათი “ცეზარი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!