1 0

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ბისკვიტი:
6 ც. კვერცხი
180 გ. შაქარი
მწიკვი მარილი
96 გ. ფქვილი
36 გ. სიმინდის სახამებელი
60 გ. კაკაო
2 გ. ვანილინი
კრემი
200 გ. კარაქი
200 გ. შესქელებული რძე
1 კვერცხის გული
20 მლ. წყალი
10 გ. კაკაო
2 გ. ვანილინი
მინანქარი:
100 გ. შოკოლადი
50 გ. კარაქი

ტორტი “პრაღა” (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც ნამცხვარი "პრაღას" რეცეპტი გამოვაქვეყნე ბლოგზე, გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა და ვერცერთმა რეცეპტმა ვერ შეძლო მისთვის კონკურენციის გაწევა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ უგემრიელესი დესერტის მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი გაგიზიაროთ, რომელიც სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ასევე ძალიან გემრიელი. იმედი მაქვს ეს რეცეპტიც ასეთივე დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენში.

  • 2,5 სთ.
  • პორცია 14
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:

  • კრემი

  • მინანქარი:

მომზადება

გაზიარება

ყველა ინგრედიენტი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრემის მომზადებისას, რათა არ აიჭრას.

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, როცა აქაფდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ჯერ დაბალი სიჩქარით თქვიფეთ, როცა შაქარი გაიხსნება დაუმატეთ ვანილი და განაგრძეთ თქვეფა მაღალი სიჩქარით, დაახლოებით 10 წთ. უნდა მიიღოთ სქელი, მოთეთრო, ჰაეროვანი მასა.
  2. ფქვილი, სახამებელი და კაკაო ერთად გაცერით, უმჯობესია გაცრათ 4-ჯერ. შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხიან მასას და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ, ურიეთ ერთი მიმართულებით.
  3. 22 სმ. დიამეტრის ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ზეთი (მხოლოდ ძირზე), გადაიტანეთ მასში ცომი, რამდენჯერმა “დაარტყით” მაგიდაზე და შემდეგ შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-40 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  4. ბისკვიტი გადმოიღეთ ფორმიდან, მოაშორეთ ქაღალდი და გააციეთ. შემდეგ კი გაჭერით სამ თანაბარ ფენად.
  5. კრემის მოსამზადებლად კვერცხის გული, წყალი, ვანილინი და შესქელებული რძე მოათავსეთ ქვაბში, ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად და და დადგით საშუალო ცეცხლზე 5 წუთით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს ეს მასა შესქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ მის ზედაპირს ეხებოდეს და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  6. კარაქი კარგად გათქვიფეთ, როცა მოთეთრო გახდება, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაციებული შესქელებულ რძიანი მასა, ბოლოს კი კაკაო.
  7. ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფენა, მას კი დარჩენილი ფენა წაუსვით, დაადეთ მესამე ფენა.
  8. შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ, მოასხით ტორტს და გადაანაწილეთ მის მთელ ზედაპირზე.

ძალიან გემრიელი ტორტი “პრაღა” მზადაა, გემრიელად მიირთვით! 

თუ მოგწონთ ჩემი რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი არხი. 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ნამცხვარი ქიშმიშითა და თხილით
შემდეგი
სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)
წინა
ნამცხვარი ქიშმიშითა და თხილით
შემდეგი
სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)
error: საავტორო უფლებები დაცულია!!