0 0
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
30-32 ცალი სავოიარდის ჩხირები
250 გ. მასკარპონე
400 გ. კრემ-ყველი
2 3/4 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი (35%+) ნაღები
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
3 ს.კ. შაქრის პუდრა
50 გ. გამდნარი კარაქი
1 ჩ.ჭ. მაგარი ყავა
1 ს.კ. ჟელატინი
1/2 ჩ.ჭ. წყალი
2 გ. ვანილინი
1 ს.კ. კაკაო

კვებითი ღირებულებები

390 კკალ.
კალორია
27,3 გ.
ცხიმები
149 მგ.
ქოლეს- ტეროლი
158 მგ.
სოდიუმი
28,8 გ.
ნახშირ- წყლები
8,2 გ.
ცილები
11 მკგ.
D ვიტამინი
87 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
123 მგ.
კალიუმი

ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინდოდა რაიმე განსაკუთრებული ტორტი გამეკეთებინა, თუმცა ეს ნამცხვარი რომ ვნახე, იმდენად მომხიბლა ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაციის იდეამ, რომ გადავწყვიტე ეს მომემზადებინა. იმ ფაქტმა, რომ გამოცხობა არ სჭირდება და საკმაოდ სწრაფად მზადდება, კიდევ უფრო მეტად მომხიბლა. სიმართლე გითხრათ, კეთების მომენტში, ცალ-ცალკე არც ჩიზქეიქის მასა მომეწონა დიდად და არც ტირამისუს, ძალიან ვნერვიულობდი ცუდი არ გამოსულიყო, რაიმე სხვა ტორტის ყიდვაზეც კი დავფიქრდი, მაგრამ ჩემი შიშები სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა, საოცრად გემრიელი და განსხვავებული გამოვიდა. ყველა ფენა არაჩვეულებრივად შეერწყა ერთმანეთს და უგემრიელესი კომბინაცია შექმნა. ჩემი სტუმრებიც და მეც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. მოკლედ, თუ რაიმე განსაკუთრებული ნამცხვრის მომზადება გსურთ, თამამად შემიძლია ეს გირჩიოთ.
რეცეპტში მითითებულ მომზადების დროში მაცივარში გაჩერების დროც იგულისხმება.
ფოტო, სამწუხაროდ არაა ისეთი, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, ძალიან ვჩქარობდი და მეტის გადაღება ვერ მოვახერხე :(

  • 2 სთ. და 30 წთ.
  • პორცია 15
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ფორმა: 20 სმ. დიამეტრის გვერდებმოსახსნელი, სიმაღლე არანაკლებ 6 სმ.
  2. მაგარი ყავა აუცილებელია კარგი არომატისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ხარისხიანი ყავა. 4 ჩ.კ. ყავა გახსენით 250 მლ. ადუღებულ წყალში და გააციეთ.
  3. ამ ნამცხვარში გვაქვს 4 ფენა: 1-ელი ფენის მოსამზადებლად 18 ცალი სავოიარდის ჩხირი დააქუცმაცეთ სამზარეულოს კომბაინით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და 3 ს.კ. მაგარი ყავა, კარგად აურიეთ და ფორმაზე გაანაწილეთ.
  4. მე-2 ფენა არის ჩიზქეიქის მასა, მის მოსამზადებლად ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ იმდენი ხანი სანამ არ გაფუვდება. ამასობაში ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი (აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს) შაქართან და 1 ს.კ. ყავასთან ერთად მიქსერის დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ, როცა მასა ერთიანი გახდება სიჩქარეს ცოტა მოუმატეთ, თქვიფეთ იქამდე სანამ ერთგვაროვან, ფაფუკ კრემს არ მიიღებთ, ამის შემდეგ მაღალი სიჩქარით ნელ-ნელა შეათქვიფეთ 1 3/4 ჩ.ჭ. ცივი ნაღები. როცა ნაღები კარგად შეერევა, დამბალი ჟელატინი გაადნეთ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში რა აადუღოთ) და წვრილ ზოლად დაუმატეთ ჩიზქეიქის მასას. კარგად ათქვიფეთ და პირველ ფენაზე გაანაწილეთ, ზედა კიდე კარგად მოასწორეთ და შედგით მაცივარში  საათით.
  5. ამასობაში მოამზადეთ ტირამისუს ფენა, დარჩენილი  1 ჩ.ჭ. ცივი ნაღები მარალი სიჩქარით ათქვიფეთ, როცა აქაფდება, დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილინი და კვლავ ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი კრემი. ამის შემდეგ, სილიკონის ნიჩბით, ან ხის კოვზით ფრთხილად შეურიეთ ოთახის ტემპერატურის მასკარპონე (ოთახის ტემპერატურა აქაც აუცილებელია).
  6. ტირამისუს ფენა არის მეოთხე, მესამე კი გახლავთ სავოიარდის ფენა.
  7. სავოიარდის დარჩენილი ჩხირები (12-14 ცალი) დარჩენილ ყავაში ჩადეთ მხოლოდ ქვედა ნახევრით ანუ მთლიანად არ უნდა დაასველოთ, ნახევრად დასველებული სავოიარდის ჩხირები გაანაწილეთ უკვე გამყარებულ ჩიზქეიქის ფენაზე, ცარიელი ადგილები დატეხილი ჩხირებით ამოავსეთ.
  8. შემდეგ გაანაწილეთ ტირამისუს მასაც და კვლავ შედეთ ნამცხვარი მაცივარში 15-20 წუთით.
  9. ბოლოს მოაყარეთ კაკაო.

განსხვავებული და ძალიან გემრიელი ნამცხვარი ჩიზქეიქისა და ტირამისუს კომბინაციით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

წინა
კრემ-ყველის ტრიუფელები
შემდეგი
თეთრი ღვინის სანგრია
წინა
კრემ-ყველის ტრიუფელები
შემდეგი
თეთრი ღვინის სანგრია

დაამატე კომენტარი