1 0
ტერიაკის სოუსში მოთუშული ბოსტნეული

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
900 გ. ყვავილოვანი კომბოსტო
2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
2 ც. ხახვი
4 კბილი ნიორი
2 ც. პომიდორი
2 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
230 გ. ტერიაკის სოუსი
1 კონა ოხრახუში
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
3 ს.კ. ზეთი

კვებითი ღირებულებები

7,3 გ.
საერთო ცხიმი
0 გ.
ქოლეს- ტეროლი
2103 მგ.
სოდიუმი
23,9 გ.
ნახშირ- წყლები
6,8 გ.
ცილები
71 მგ.
კალციუმი
2 მგ.
რკინა
812 მგ.
კალიუმი
175 კკალ.
კალორია

ტერიაკის სოუსში მოთუშული ბოსტნეული

სანამ უშუალოდ რეცეპტის აღწერაზე გადავალ, არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ დავწერო ბლოგის ახალ, ძალიან მაგარ და დახვეწილ დიზაინზე. ვინც ჩემს ბლოგს წლებია კითხულობს, ალბათ ახსოვს ყველაფერი როგორ დაიწყო. ძალიან მარტივი და უბრალო საიტიდან საკმაოდ მაღალი დონის საიტამდე განვითარდა ლეთსქუქი. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგახარებთ, მოგეწონებათ და უფრო ხშირად ეწვევით ჩემს გემრიელ ბლოგს.

ეს არის ძალიან მარტივი და გემრიელი კერძი, რომელიც ძალიან უხდება მოხარშულ ბრინჯს. არაჩვეულებრივი არჩევანია სადილისთვის, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში.

  • 1 სთ.
  • პორცია 6
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. ხახვი და ნიორი წვრილად,  ბულგარული წიწაკები (თესლგამოცლილი) ჟულიენებად დაჭერით. ყვავილოვან კომბოსტოს თავები დააცალკევეთ და მოწალეთ – ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 5-7 წთ. გააჩერეთ.
  2. ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე მოთუშეთ ხახვი, როცა კარამელიზირდება, დაუმატეთ ნიორი და 1-2 წთ-ში ბულგარული წიწაკა. განაგრძეთ მოთუშვა, 3-4 წუთში მოწალული ყვავილოვანი კომბოსტოც დაუმატეთ. კარგად ამოურიეთ.
  3. როცა ბოსტნეული დარბილდება, დაუმატეთ კანგაცლილი, პატარა ზომებად დაჭრილი პომიდორი და ტერიაკის სოუსი. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი.
  4. კარგად ამოურიეთ და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.

მარტივი და ძალიან გემრიელი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

შემდეგი
მწვანე ბარდის კრემ-სუპი
შემდეგი
მწვანე ბარდის კრემ-სუპი

დაამატე კომენტარი