0 0
ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის:
300-350 გ. ფქვილი
150 გ. შაქარი
100 გ. (დარბილებული) კარაქი
2 ცალი კვერცხი
1 ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
კრემისთვის:
4 კვერცხის გული
100 გ. შაქარი
40 გ. ფქვილი
1 ლიმონის ცედრა
400 მლ. რძე
2 გ. ვანილინი
50 გ. კარაქი
ხილი
2 ც. ბანანი
2 ც. კივი
300 გ. ანანასი

ტარტი მოხარშული კრემითა და ხილით – უგემრიელესია!

ძალიან კარგი რეცეპტი მოგიტანეთ. ეს გახლავთ ხილის ტარტი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მასწავლა. თვითონ კი იტალიელი დიასახლისისგან ისწავლა. ძალიან მარტივი რეცეპტია, არც ძვირი ჯდება და შედეგად უგემრიელეს დესერტს იღებთ. სეზონებისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ სხვადასხვა ხილი გამოიყენოთ.

  • 1 სთ.
  • პორცია 16
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:

  • კრემისთვის:

  • ხილი

მომზადება

გაზიარება

ამ რეცეპტით გამოდის 2 ცალი ტარტი, დიამეტრით 28-30 სმ.

  1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი, კარაქი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მოზილეთ რბილი ცომი.
  2. ცომი გაყავით ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმებში (28-30 სმ. დიამეტრის), ჩანგლით კარგად დაჩხვლიტეთ, რათა ძალიან არ ამოფუვდეს. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წთ. გამომცხვარი ფირფიტა გადმოიღეთ ფორმიდან.
  3. კრემის მოსამზადებლად კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ ქვაბში, კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ სანამ მასა არ გასქელდება და წამოდუღდება. როცა წამოდუღდება, კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე და განაგრძეთ მორევა დაახლოებით 3-4 წთ.
  4. შემდეგ კი გადმოდგით, დაუმატეთ ვანილი და კარაქი, კვლავ კარგად აურიეთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეკრობოდეს. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  5. კრემის ნახევარი წაუსვით 1 ფირფიტას, მეორე ნახევარი კი მეორე ფირფიტას, ზემოდან მოალაგეთ თხლად დაჭრილი ხილი.
  6. ტარტი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

უგემრიელესი ტარტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით
შემდეგი
ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )
წინა
ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით
შემდეგი
ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )
error: საავტორო უფლებები დაცულია!!