0 0
სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1 ც. ფორთოხალი
250 გ. სტაფილო
150 გ. დაფქული თხილი
250 გ. ფქვილი
200 გ. არაჟანი
100 გ. შაქარი
1 ც. კვერცხი
100 მლ. ზეთი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

სტაფილოს მაფინები ფორთოხლითა და თხილით (ვიდეო)

წლების წინ, როცა პირველად ვაქვეყნებდი სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტს, ვფიქრობდი, რომ მის მიმართ სკეპტიკურად განეწყობოდით და ვერ მოიპოვებდა რეიტინგს, მაგრამ, შევცდი. ჩემდა გასაოცრად, სტაფილოს ნამცხვარმა დიდი მოწონება დაიმსახურა შენში და, ამიტომ ახლა აღარ მეშინია ამ მაფინების რეცეპტის თქვენთვის გაზიარება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სტაფილოს მაფინები, სტაფილოს გემო საერთოდ არ აქვს, მკვეთრად იგრძნობა ფორთოხლის გემო. გამოცხობისას კი თხილის ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს სამზარეულოში.

  • 1,5 სთ.
  • პორცია 15
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. სტაფილო გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, შემდეგ კი თხილი. კარგად აურიეთ.
  2. კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მოთეთრო, კრემისებურ მასას მიიღებთ, დაუმატეთ არაჟანი და ზეთი. კვლავ ათქვიფეთ.
  3. კვერცხიან მასას ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, შეურიეთ სილიკონის ნიჩბით ან ხელის სათქვეფით.
  4. ბოლოს დაუმატეთ პირველად მომზადებული მასა, კარგად აურიეთ.
  5. საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ ქაღალდის საცხობი ფორმები, თუ არ გაქვთ, მაშინ ზეთი ან კარაქი წაუსვით. ცომი გაანაწილეთ, შეავსეთ ფორმის 3/4.
  6. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წთ. თავზე სასიამოვნო ოქროსფერი რომ გახდება, მზადაა.
  7. მეგობრებო, ეს მაფინები არის ძალიან ნოტიო, ამიტომ 35 წთ-ის შემდეგაც კი, თუ ხის წკირით შეამოწმეთ, წკირი სველი ამოვა, მაგრამ ცომს არ ამოიყოლებს.

ძალიან განსხვავებული, არომატული და გემრიელი მაფინები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მოგწონს ჩემი რეცეპტები? გინდა დაეხმარო ბლოგს განვითარებაში? ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლი – უბრალოდ გამოიწერე არხი, სადაც ყოველ კვირა ახალ ვიდეო რეცეპტებს გიზიარებთ.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ტორტი “პრაღა” (ვიდეო)
შემდეგი
ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით
წინა
ტორტი “პრაღა” (ვიდეო)
შემდეგი
ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!